კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„სკოლა-ბანკის“ ტრენინგების მორიგი სესიები

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუმ "სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგების მორიგ ორ ნაკადს უმასპინძლა.

ტრენინგები 9-12 მარტის პერიოდში ჩატარდა და მას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 33 მასწავლებელი დაესწრო.

ტრენინგებზე განხილული იყო "სკოლა-ბანკის" სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება, ასევე, სწავლების აქტიური მეთოდები.  

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ, თავიანთ სკოლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის "სკოლა-ბანკის" თამაშით სწავლების მეთოდზე დაფუძნებული გაკვეთილები ჩაატარონ და მოზარდების ფინანსური განათლების ამაღლებას შეუწყონ ხელი. 

ტრენინგის ყველა მონაწილეს გაკვეთილების ჩატარებისთვის საჭირო სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

"სკოლა-ბანკის" ტრენინგზე დასწრება ნებისმიერი მსურველი მასწავლებლისთვის წინასწარი რეგისტრაციით იყო შესაძლებელი. 

"სკოლა–ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (ამჟამად კი, Aflatoun International) მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია მოზარდებში ფინანსური განათლების ასამაღლებლად. ფინანსური განათლება კი, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვებს, გონივრულად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.