მიმდინარე წლის ცხელი ზაფხული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის www.fineud.gov.ge „ფინედუ“-სათვის ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული აქტივობებით დატვირთული პერიოდი იყო.
ახალგაზრდა თაობისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პარალელურად, ივლისი-აგვისტოს პერიოდში ეროვნული ბანკის თანამშრომლები შაორის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ და საინფორმაციო შეხვედრა-ტრენინგებს ატარებდნენ. შეხვედრები 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და 500-მდე მონაწილე მოიცვა. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ეროვნული ბანკის საქმიანობა გააცნეს და ფინანსური განათლების შესახებ ესაუბრნენ. დისკუსია გაიმართა ფინანსების მართვის, დაზოგვის და ბიუჯეტირების გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე, საუბარი ასევე შეეხო დაზღვევას, ფინანსურ თაღლითობას, საბანკო პროდუქტებსა და მომხმარებლის უფლებებს.
“შაორის ახალგაზრდული ბანაკის” სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეგიდით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მთავარ მიზანს ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ბანაკის პროგრამა საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული იყო სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკრეაციო ღონისძიებებით, რომლის ერთ-ერთ თემას ფინანსური განათლება წარმოადგენდა. 2023 წელს აღნიშნული ბანაკი 18 ივლისს გაიხსნა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 700-მდე სტუდენტს 8 ნაკადად უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული ბანკსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ თანამშრომლობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზნობრივი სეგმენტი ახალგაზრდობაა.