15 გუნდმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ჟიურის წინაშე წარადგინა საკონკურსო ნაშრომი ცენტრალური ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დილემაზე: "დედოლარიზაცია თუ ბაზრის თავისუფალი არჩევანი?".
საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოვლინდა 5 ფინალისტი გუნდი.
გუნდი "A^3" - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ანი სოლომნიშვილი
- ანა აკობია
- ანა მდივანი
გუნდი “ VI კორპურსი" - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მარიამ დოლიშვილი
- ლევანი დათიაშვილი
- საბა კვიჟინაძე
გუნდი "ნოვა" - ნიუ ვიჟენის უნივერსიტენტი
- თამარ აქუბარდია
- ელენე ჩოფიკაშვილი
- ანა ჯავახაძე
- სალომე ქანთარია
- ნიკოლოზ ბაქრაძე
გუნდი "პელე" - თავისუფალი უნივერსიტეტი
- ელენე ჩარგაზია
- ეფემია ხანთაძე
- პეტრე მელია
გუნდი "ფენიქსი" - თავისუფალი უნივერსიტეტი
- სესილი ხვიტია
- გიორგი მესხი,
- ერეკლე ფოლადიშვილი
ფინალისტი გუნდები მუშაობას ახალ დილემაზე გააგრძელებენ, რომელსაც კონკურსის ფინალურ ეტაპზე 7 დეკემბერს, წარადგენენ. საბოლოოდ, ჟიური 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
დამატებით, კონკურსის ფარგლებში დარეგიტრირებული ყველა გუნდი მოწვეული იქნება ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ახალგაზრდებს თავად გაუზიარებენ მათი დეპარტამენტების საქმიანობასა და აქტუალურ დილემებს.
კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" წელს უკვე მეორედ ტარდება. მისი მიზანია სტუდენტებში საფინანსო სექტორის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისება. წლევანდელ კონკურზე 65-მდე სტუდენტური გუნდი დარეგისტრირდა.
წლევანდელი კონკურსის მხარდამჭერია კრედო ბანკი, რომელიც გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზებს გადასცემს.