კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17 წლიდან ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ 2-4 კაციან გუნდებს, რომელსაც ეყოლებათ ერთი მენტორი. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტური გუნდები რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ ისეთ ფინანსური ტექნოლოგიური (FinTech) პროდუქტის შექმნაზე, რომელიც უპასუხებს ფინანსური განათლების ქვემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს:
1. ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
2. ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა
3. ფინანსური უსაფრთხოება და კიბერთაღლითობა
4. ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა
5. მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირება
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
ფინალისტი გუნდები გაივლიან AI/ML-ის, Software Development-ისა და მეწარმეობის ტრენინგებსა და მენტორშიფს, ასევე, FabLab-ში პროტოტიპირებას.
კონკურსის ფინალური ეტაპი და გამარჯვებული გუნდის გამოვლენა დაგეგმილია 2 ნოემბერს თბილისის ტექნოპარკში.
გამარჯვებული გუნდი გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - WEB SUMMIT-ზე გაემგზავრება. გამარჯვებული უნივერსიტეტი კი ინოვაციური მეწარმეობის ცენტრის განვითარებისთვის 20 000-ლარიან გრანტს მიიღებს.
კონკურსში მონაწილეობისათვის გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე - https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.
პროექტს ახორციელებს Innovative Education Foundation, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერები არიან: სს ბაზისბანკი, სს პეივბანკი, სს კრედო ბანკი, მიკრობანკი ემბისი, სს ტერაბანკი, სს თიბისი ბანკი.