კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

2023 წლის 28 აპრილს ეროვნულმა ბანკმა “კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის" სტუდენტებს უმასპინძლა. 

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა სტუდენტებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ საქმეში ეროვნული ბანკის მანდატზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ჩარჩოს და მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების საკითხებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შესახებ, საგანმანათლებლო პორტალ „FinEdu-სა“ და ამ მიმართულებით ორგანიზებული პროექტების შესახებ, მათ შორის, პროექტებზე, რომელთა უშუალო მიზნობრივი სეგმენტი ახალგაზრდა თაობა და სტუდენტები არიან.  

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, ლაშა გზირიშვილმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

„ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, რომლის განახლებული ვერსია წელს დამტკიცდა ახალგაზრდა თაობა, სტუდენტები ყოველთვის იყო და რჩება მაღალპრიორიტეტულ სეგმენტად. ამიტომ ჩვენ დაინტერესებული მხარეების ინიციატივას, მოვაწყოთ მსგავსი ტიპის შეხვედრები და ვესაუბროთ ახალგაზრდებს მომხმარებელთა უფლებებსა და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, ყოველთვის სიამოვნებით ვპასუხობთ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განათლებული და პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა გვყავს და სრულად იზიარებენ ფინანსური განათლების თემების აქტუალობასა და მნიშვნელობას, რასაც ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატისა და პარტნიორების მხარდაჭერით ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს“, განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.