2023 წლის 3 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსიპ თბილისის 59-ე საჯარო სკოლისა და ქ. გორის კერძო სკოლა „თამარიონი +“-ის 30 მდე მოსწავლეს უმასპინძლა. სკოლებში უკვე შექმნილია ფინანსური განათლების სასკოლო კლუბები და მოსწავლეები მენტორებთან ერთად მუდმივად მუშაობენ ფინანსური საკითხების გაცნობა- გავრცელებასა და პოპულარიზაციზე.
ვიზიტის ფარგლებში მე - 8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ფინანსური სისტემის, მისი მონაწილეებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსს, დავით უტიაშვილს შეხვედროდნენ და მისგან მოესმინათ საბანკო სისტემის სანდოობისა გარანტიებისა და საფინანსო სექტორის რისკების შესახებ.
შეხვედრის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის დახმარებით, მონაწილეებმა გაიაზრეს ფინანსური საკითხების მნიშვნელობა და ამ საკითხების ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ მათ აქვთ საკმარის ცოდნა იმისთვის, რომ სიფრთხილით მოეკიდონ ფინანსურ შეთავაზებებსა და გადაწყვეტილებებს და ფინანსური განათლების საკითხებზე ზრდასრულებსაც შეუძლიათ გაუწიონ რეკომენდაცია.