კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნული ბანკი ბლოგპოსტების კონკურსს აცხადებს

კონკურსი
მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი 2020 წლის კამპანია საქართველოს ეროვნული ბანკის, ჩვენი ვებპორტალის და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით ხორციელდება. 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ლიცენზირებული 7 კომერციულ ბანკის - სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“ - სს „ბაზისბანკი“, სს „კრედო ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ფინკა ბანკი საქართველო“ , სს „ტერაბანკი“ - ჩართულობითა და მხარდაჭერით დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის სახელწოდებაა „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ და ამით ის წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის გლობალურ მესიჯს ეხმიანება 

კონკურსის შესახებ პირობებს გაეცანით ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://bit.ly/ბლოგპოსტების_კონკურსი

კონკურსის I ეტაპზე გადარჩეული ბლოგპოსტები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და მის შესაბამის ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge 

კონკურსის II ეტაპზე გამოვლინდება 7 გამარჯვებული, რომლებიც საჩუქრად 500 ლარის ოდენობით 1-წლიან ზრდადი ტიპის დეპოზიტს მიიღებენ.  

ფინედუს გუნდი კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას გისურვებთ.