პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგბელბში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს - www.finedu.gov.ge - ინიციატივითა და საქართველოს ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით 18 მარტს დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდებს. მათ ევალებოდათ, შეექმნათ ბანკნოტის ნახატი, რომელიც დაუკავშირდებოდა მშობლიურ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული 450-მდე ნახატიდან დღეს, 7 აპრილს 7 გამარჯვებული გამოვლინდა.
იმ ნახატების მიხედვით, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კონკურსის პირობებს, ერთი გამარჯვებული (მომხმარებლის რჩეული) ფინედუს ფეისბუქგვერდზე შესაბამისი რეაქციებით დასახელდა. დანარჩენი კი გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, მათ შორის, საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის, ასევე, ბაზისბანკის წარმომადგენლები.
ჟიურის რჩეული გამარჯვებულები გახდნენ:
14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში:
ბარბარე ორდინიძე, 17 წლის
ფაქიზა მეხტიევა, 17 წლის
10-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში:
ბარბარე ჭელიძე, 13 წლის
დავით მარტიაშვილი, 11 წლის
6-9 წლის ასაკობრივ კატეგორიაში:
სარა მოწონელიძე, 9 წლის
გაბრიელ ფაცურია, 9 წლის
მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული კი გახდა:
კესო კობახიძე, 15 წლის
გამარჯვებულები შესაბამის სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პრიზებს:
- 7-ვე გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზით. მათგან 4 გამარჯვებულს დააჯილდოებს საქართველოს ბანკი, ხოლო 3 გამარჯვებულს დააჯილდოებს ბაზისბანკი;
- 7-ვე გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს.
გარდა ამისა, ჟიურის მიერ დასახელდა 10 რჩეული ნაშრომის ავტორი, რომლებიც სპეციალური სერტიფიკატის, ასევე, საგანმანათლებლო მასალისა და სიმბოლური საჩუქრების მფლობელები გახდებიან.
ჟიურის გადაწყვეტილებით მადლობის სიგელი, სპეციალური სერტიფიკატი, ასევე, საგანმანათლებლო მასალა და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა ნაშრომის ავტორს, რომელმაც ყველაზე მეტი ფეისბუქრეაქცია მოაგროვა, თუმცა გამარჯვებულად არ დასახელდა, რადგან ნახატი არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს.
ამ ნამუშევრების ნახვა ფოტოგალერეაშია შესაძლებელი.
ფინედუ მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის.