კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოიწვიე ფინედუ კლასში - მსოფლიო დაზოგვის დღე 2023 - შეჯამება

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუს, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, უნივერსიტეტებისა და სკოლის მასწავლებლების ჩართულობით, საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დასრულდა.  

კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა ღონისძიება „მოიწვიე ფინედუ კლასში“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა ფინედუს დესპანების მოხალისეობრივი მისიით სკოლის მასწავლებლებიც ჩაერთდნენ და III-IX კლასის მოსწავლეებს დაზოგვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ღია გაკვეთილების ჩაუტარეს. 

საბოლოო ჯამში ღონისძიებამ საქართველოს 45-მდე ქალაქისა თუ სოფელის 350-ზე მეტი კლასის 8000-მდე მოსწავლე მოიცვა. 

წლევანდელი კამპანიის მასშტაბები უპრეცენდენტოა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტში ფინედუს დესპანის სტატუსით ჩართულმა მასწავლებლებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: სს „ბაზისბანკიმა“, სს „თიბისი ბანკმა“, სს „კრედო ბანკმა“, სს „საქართველოს ბანკმა“, მისო „ემბისიმ“, საპენსიო სააგენტომ, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველომ“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა.

მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ:

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა, რომელიც საქართველოში უკვე 12 წელია აღინიშნება. ამ თარიღის აღნიშვნას დიდი ხნის ისტორია აქვს. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ინიციატივა დაზოგვის წახალისებასა და დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ძირითად სამიზნე სეგმენტს კი, ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ. ამ დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".