საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეულის აღსანიშნავად მარტის თვეში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა. წლევანდელი კვირეულის დევიზი იყო - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).
სწორედ გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში დაბრუნდა ბევრისათვის საყვარელი და მოთხოვნადი პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია გაკვეთილები ჩაუტარეს III-IX კლასის მოსწავლეებს, კვირეულის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს ფულის ისტორიის, ეროვნული ბანკის ფუნქციების, დაზოგვის მნიშვნელობის, ასევე, კვირეულის თემატიკიდან გამომდინარე, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ.
დაინტერესებულ სკოლებს აქტივობაში ჩართვა და ფინედუს დესპანის კლასში მოწვევა შეეძლოთ ფინედუს საიტზე გამოქვეყნებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით. ამასთან, ფინედუს დესპანის სახელით გაკვეთილები ჩაატარეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა როგორც თბილისის ისე რეგიონების სკოლებში, გაკვეთილების 80% საკლასო ოთახებში ჩატარდა, დანარჩენი კი ონლაინ ფორმატში.
საბოლოოდ ერთობლივი ძალისხმევით სულ 125-მდე კლასის 4,000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა გაკვეთილები.
ეროვნული ბანკს გარდა მისი 25-მდე თანამშრომლისა, წარმოადგენდა ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. გარდა ამისა, ფინედუს დესპანებს პრეზიდენტობის 7-წლიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად, კვლავ ტრადიციულად შეუერთდა კობა გვენეტაძეც.
პროექტში ჩაერთვნენ და ბავშვებთან ფინანსური განათლების თემებზე ისაუბრეს წარმომადგენლებმა შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციებიდან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი", საპენსიო სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აფლატუნ ინთერნეიშენალი, ჯუნიორ ეჩივმენტი და ეროვნული სასახლე.
ფინედუს დესპანებმა მასპინძელ პედაგოგებს პროექტის მხარდაჭერისთვის სიმბოლური საჩუქრები, ბავშვებს კი სპეციალური საგანმანათლებლო მასალები გადასცეს.
მადლობას ვუხდით სკოლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც უმასპინძლეს ფინედუს დესპანებს:
- სსიპ ქ. თბილისის №129 საჯარო სკოლა - ეკატერინე ხიჯაკაძე
- სსიპ ქ. თბილისის №140 საჯარო სკოლა - ნონა გელაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №142 საჯარო სკოლა - მერი შავლუხაშვილი, ხათუნა ირემაძე, სოფიო ცერიაშვილი, ნინო ტრაპაიძე
- სსიპ ქ. თბილისის №146 საჯარო სკოლა - ნონა გოგილაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლა - სოფიო ცერიაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №156 საჯარო სკოლა - ნანა გრიგალაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №158 საჯარო სკოლა - ხათუნა გოგოჭური
- სსიპ ქ. თბილისის №165 საჯარო სკოლა - ირმა ლევერაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №195 საჯარო სკოლა - ზოია კვიციანი
- სსიპ ქ. თბილისის №216 საჯარო სკოლა - ქეთევან ზინდრიშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №221 საჯარო მეგასკოლა - ნათია პაიჭაძე
- სსიპ ქ. თბილისის №26 საჯარო სკოლა - ჟუჟუნა გაბაიძე
- სსიპ ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა - ნათია ნუგზარაშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №59 საჯარო სკოლა - თამარ ჩაგელიშვილი
- სსიპ ქ. თბილისის №60 საჯარო სკოლა - ნანა სვანიძე
- სსიპ ქ. თბილისის №61 საჯარო სკოლა - მაკა აბრამიშვილი
- სსიპ ქ. მცხეთის №2 საჯარო სკოლა - გვანცა კაპანაძე
- სსიპ ქ. რუსთავის ჟიური შარტავას სახელობის №4 საჯარო სკოლა - ლელა კაპანაძე
- სსიპ ქ. სამტრედიის №1 საჯარო სკოლა - ნანა კუკანია
- სსიპ ქ. სამტრედიის №2 საჯარო სკოლა - მარი კალაძე
- სსიპ ქ. ქუთაისი №26 საჯარო სკოლა - მარინე ჭელიძე
- სსიპ ქ. ქუთაისის №20 საჯარო სკოლა - ნანა ჩხობაძე
- სსიპ ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სარუსოს საჯარო სკოლა - მაია ბურდიაშვილი
- სსიპ ქ. წალენჯიხის №7 საჯარო სკოლა - ეკატერინე შანავა
- სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლა - ეკა ელბაქიძე
- სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ურბნისის საჯარო სკოლა - სოფიკო თევდორაშვილი
- სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვას საჯარო სკოლა - ხათუნა დუმბაძე
- სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლა - თამარი რევაზიშვილი
- სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის №2 საჯარო სკოლა - თეკლე ჩიქოვანი
- სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ლესიჭინეს №2 საჯარო სკოლა - ეთერი მორგოშია
- სსიპ წალენჯიხის სოფ. წერის საჯარო სკოლა - ასმათი ციმინტია
- სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ბანოჯის საჯარო სკოლა - ნინო კახნიაშვილი
- სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ნადაბურის საჯარო სკოლა - დოდო ხაჩიძე
- სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. წრომის საჯარო სკოლა - თინათინ ქურდაძე
- სსიპ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა - მარინა ხოზრევანიძე
- სსიპ ხობის მუნიციპალიტეტი სოფ. პატარა ფოთის საჯარო სკოლა - ნანა ბიგვავა
- შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი - ნონა მარტიაშვილი
- შპს რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი პროგრამა "მოძღვარი" - ირმა ლევერაშვილი, ლელა კობახიძე დეკანოსიძე
- ა(ა)იპ საერთაშორისო ბიზნეს სკოლა - თათია კვარაცხელია
- შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია 'აია-ჯესს' - თეონა გოქაძე
- შპს სკოლა ,,არქიმედე“ - ია ჯიღაური
- შპს სკოლა ეისი - ნინო ლომიძე
- შპს სკოლა „თამარიონი +“ - ეთერ ლუკაშვილი, გიორგი ცერაძე
- შპს სკოლა-ლიცეუმი ცოდნა - მედეა ბოლქვაძე
- შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი - თეონა ჩაგალიძე, ნანა კუპრეიშვილი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა - თამარ გვასალია
- ა(ა)იპ წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა - თამარ ბადაშვილი
- სსიპ ქ. გორის №10 საჯარო სკოლა - ნინო წიკლაური
- სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფ. ახალსოფლის №2 საჯარო სკოლა - შორენა ყარალაშვილი
- შპს სკოლა-ლიცეუმი ,,პრომეთე” - ირმა ბაკურაძე
- სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. სეფიეთის საჯარო სკოლა - ირმა ჯოჯუა
- სსიპ აკ.წერეთლის სახელობის ზუგდიდის №1 საჯარო სკოლა - ელისო მიქაია
- სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხეოთის საჯარო სკოლა - ლელა გვრიტიშვილი
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღრაანის საჯარო სკოლა - ნონა პაპუნაშვილი
- სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ, სართიჭალის №1 საჯარო სკოლა - ნინო სამხარაული
- სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაზიანის №1 საჯარო სკოლა - მანანა ბადუაშვილი
- სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №3 საჯარო სკოლა - ნინო სამხარაული
- სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ. თბილისის №182 საჯარო სკოლა - მაია ნიკოლაშვილი
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტ სოფ. ტინისხიდის საჯარო სკოლა - მერი ტერუნაშვილი
- სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა - ხვიჩა ხიტალიშვილი
- სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვისპირის საჯარო სკოლა - ნინო ცისკარაული
- სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საშაბუროს საჯარო სკოლა - შორენა ბრეგვაძე
- სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის ქ. გორის №9 საჯარო სკოლა - ნინო ჯოჯიშვილი, ნათია მაკრახიძე, ნინო გუგუტიშვილი
- სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ტაბაკინის საჯარო სკოლა - მაია ჭუმბურძე
- სსიპ ქ. ზესტაფონის №5 საჯარო სკოლა - ირმა ბაბულაშვილი
- სსიპ ქ. ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ნონა ჯანაშია
- სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქ. თბილისის №106 საჯარო სკოლა - ქეთევან მიქაძე, მაია ჩეკურიშვილი
- სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტ სოფ. ვარიანის საჯარო სკოლა - ნინო ტერმაკოზაშვილი
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის №3 საჯარო სკოლა - ლალი ქევხიშვილი
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლა - ლელა ბორჩხაძე
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საჩხერის №2 საჯარო სკოლა - მაკა ნებიერიძე
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის №2 საჯარო სკოლა - მადონა გოგიტიძე
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლა - ანა ანდრიაშვილი, ქეთევანი ჭიპაშვილი
- სსიპ სასწავლო ცენტრი მერმისი - ნათელა ჯანელიძე
- სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. წითელხევის საჯარო სკოლა - ხათუნა მამასახლისი
- სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის №2 საჯარო სკოლა - ნატალია სისვაძე
- სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ლელიანის საჯარო სკოლა - თამარი თასოევი
- სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქ. წყალტუბოს №2 საჯარო სკოლა - თინა კინწურაშვილი, მარინა გოლეთიანი
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის №1 საჯარო სკოლა - დალი კეკელიძე
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. დაშტაფის საჯარო სკოლა - ლიანა აბაშიძე
- სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურჩის საჯარო სკოლა - ირმა ჯოჯუა
- სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის №124 საჯარო სკოლა - მანანა ბაქრაძე
- სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის საჯარო სკოლა - მარიამ ღლონტი
- სსიპ ჟიური შარტავას სახელობის ქ. რუსთავის №4 საჯარო სკოლა - ლელა კაპანაᲫე
- სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. გორისის საჯარო სკოლა - ნანული შეყლაშვილი
- სსიპ ქ. ბათუმის №16 საჯარო სკოლა - ინგა გეგეშიძე
- სსიპ ქ. გორის №4 საჯარო სკოლა - მეგი კურტანიძე
- სსიპ ქ. დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლა - მარინე შანშიაშვილი, ნონა ტოკლიკიშვილი
- სსიპ ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა - ქეთევან ყაჭაშვილი
- სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა - ლელა ტარიელაძე
- სსიპ პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს სოფ. გამარჯვების საჯარო სკოლა - მარიკა გონაშვილი, ციალა ბოსტოღანაშვილი
გლობალური ფულის კვირეულის შესახებ:
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.