კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გორში ქალების ტრენინგი იგეგმება

ფინედუ აგრძელებს ქალების მხარდამჭერი ტრენინგების სერიას და ამჯერად უკვე რეგიონებში გასვლას გეგმავს.

16 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკისა, „ფინედუსა“ და გერმანული ფონდი შპარკასეს ორგანიზებით ქ. გორში  იგეგმება ტრენინგი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.  

ტრენინგის მიზანია რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგ შესაძლებლობას აძლევს.  

ტრენინგი მოიცავს სამ ძირითად თემას შეეხება: 

  • ქალები კარიერის საწყის ეტაპზე, 
  • ბიუჯეტირება,
  • დაზოგვა.

თითოეული თემა წარმოდგენილი იქნება  მინი ლექციისა და პრაქტიკული აქტივობების სახით.

დაგეგმილი ტრენინგი, ძირითადად, განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე არიან და სურთ  მდგრადი ფინანსური უნარ-ჩვევების შეძენა. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ  ქალს ასაკის მიუხედავად. 

მონაწილეების შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით.

ტრენინგში მონაწილეობა  უფასოა. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი. 

აღსანიშნავია, რომ ქალები ფინანსური განათლების მნიშვნელოვან სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენს. ფინანსური ცოდნის კომპონენტში ქალებს, კაცებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებლი აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ფინანსური ქცევა მსგავსია. ასევე, დისბალანსია ეკონომიკური აქტივობასა და ანაზღაურებას შორის გენდერის ნიშნით. საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ“  ქალების   გაძლიერებას და მათვის ფინანსური განათლებისა და უნარ-ჩვევების მიწოდებას შესაბამისი აქტივობებით აქტიურად უჭერს მხარს. ,,ფინედუს” მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების თავდაჯერებულობის ამაღლებას, საკუთარი ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას.