საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების ვებპორტალმა ფინედუმ მეწარმეებისა და სამეწარმეო საქმიანობით დაინეტრესებული პირებისთვის ვებინარი ჩაატარა.
ვებინარის თემატიკა გათვლილი იყო დამწყებ მეწარმეებზე და ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირზე. შეხვედრის განმავლობაში სპიკერებმა ისაუბრეს ბიზნესის შეფასებისათვის, ასევე, საჭირო სახსრების მოძიებისას სწორი მოლოდინების შექმნისა თუ გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად, ფინანსური ანალიზის როლზე.
შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვებინარის მონაწილეებთან ერთად, რეალურთან მიახლოებული, პრაქტიკული მაგალითებით,განხილული იქნა ბიზნესის საკრედიტო პოტენციალის შეფასების საკვანძო საკითხები.
ვებინარზე სპიკერებმა ისაუბრეს ბიზნესის საკრედიტო პოტენციალის შეფასების კრიტერიუმებსა და მასთან დაკავშირებული ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- ბიზნესსესხი, მისი ტიპები და მიზნობრიობა;
- ბიზნესის საკრედიტო პოტენციალის შეფასებისთვის ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაცია;
- ფინანსური უწყისები, კოეფიციენტები და მათი ანალიზი.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვებინარის ჩანაწერი