კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს ტრენინგი მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ საგან მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს.

ამ ეტაპზე, ჩატარდება 2 ტრენინგი, ერთი - ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, მეორე კი - ფიზიკური დასწრებით:

  1. 3-5 აპრილი, 16:00-19:00 სთ, ონლაინ, Zoom-ის საშუალებით
  2. 10-12 აპრილი, 16:00-19:00 სთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი (მისამართი: ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, თბილისი)

3 დღიან ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისათვის:

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები

ტრენინგზე მასწავლებლებს საკითხებთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის გარდა, მიეწოდებათ დამხმარე აქტივობები და სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.  

ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ. 

ტრენინგზე დასწრება უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან საგან „მოქალაქეობას“ მე-9 კლასებში და არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტრენინგი. 

მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და ერთი, რომელიმე სასურველი თარიღის არჩევა მოცემული 2 ტრენინგიდან. რეგისტრაციის ბმული: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeRzngzqbEB2Md5AYJY96IQFufVFgSlQ5apAsSzLpA1xeMsfg/viewform 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით. 

პროექტი ხორციელდება ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და ამ ეტაპისთვის, გადამზადდა 700-მდე მასწავლებელი.