კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს საგანმანათლებლო ტრენინგი ახმეტაში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი და Mastercard-ი ფინანსური განათლების ერთობლივ პროექტებს განაგრძობენ. 

4 ივლისს, ქალაქ ახმეტაში ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინტერაქტიული ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა ფინედუს წარმომადგენლებისგან მოისმინეს სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ლექცია, გაეცნენ ინფორმაციას საბანკო/საფინანსო პროდუქტების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ფინანსური თაღლითობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ 

ეროვნული ბანკისა და მასტერქარდის თანამშრომლობით, ფინანსური განათლების პროექტები მომავალშიც გაგრძელება და საქართველოს სხვა  რეგიონებსაც მოიცავს