კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციაზე

9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეწარმეობისა და ინოვაციების სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. კონფერენციას ესწრებოდა 140-მდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეებიდან, ასევე, საქართველოს საჯარო და კერძო ბიზნესსტრუქტურებიდან. 

მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ვებ-პორტალი www.finedu.gov.ge. კონფერენციაზე ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა მაია მარქარაშვილმა ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები, ასევე, ის  შესაძლებლობები და შედეგები, რაც მეწარმეობის განსავითარებლად ფინანსური განათლების ამაღლებას შეიძლება უკავშირდებოდეს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების ამაღლების პროცესში ინოვაციების, ინოვაციური მიდგომებისა და ინოვაციური არხებით ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მნიშვნელობას. 

ფინედუს გუნდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი სამეცნიერო და, ზოგადად, განვითარებაზე მიმართული პროექტების, როგორც დამატებითი შესაძლებლობების ეფექტური არხების, მხარდაჭერას ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ.