აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში ერთ-ერთ ძირითად სამიზნე სეგმენტს ქალები, მეწარმეები და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენს. შესაბამისად, „კრისტალის“ ქალთა გაძლიერების პროექტში სების ფინანსური განათლების განყოფილებაც ჩაერთო. ფინედუს თანამშრომელმა, მონაწილეებს გააცნო ეროვნული ბანკის საქმიანობა და ფუნქციები, ასევე ისაუბრა დაზოგვის აუცილებლობასა და მიზნობრიობაზე. მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები ფინანსური განათლების შესახებ.
ფინედუ მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერას და სტრატეგიული სეგმენტებისთვის საჭირო ცოდნისა და რესურსების მიწოდებას.