20 იანვარს ქალაქ თბილისის №58 საჯარო სკოლაში „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ ორგანიზებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში „ინოვაციების ბანაკი“ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის თემა იყო „პროექტების მართვა“, ფინედუ ჟიურის შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი.
„ინოვაციების ბანაკში“ ქ.თბილისის სხვადასხვა სკოლის 60-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 5-6 მოსწავლისგან შემდგარმა გუნდებმა განავითარეს ბიზნესს იდეები სხვადასხვა მიმართულებით და დასკვნით ეტაპზე საკუთარი პროექტების შესახებ ჟიურის წევრებს პრეზენტაციები წარუდგინეს.
გარდა გამარჯვებულისა, ღონისძიებაზე ფინედუს მიერ დასახელდა რჩეული გუნდიც.