კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„ფინედუ“ ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად - თელავსა და ქუთაისში

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თელავსა და ქუთაისში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგებს ჩაატარებს.

 

ტრენინგები მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით. 

ტრენინგის მოდულის შემუშავებას საფუძვლად დაედო მცირე კვლევითი სამუშაოების შედეგები,  რომლითაც გამოიკვეთა ემიგრანტებისთვის საინტერესო  საკითხები, რის შესახებ ცოდნის ამაღლება, ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებოდათ. აღნიშნულ თემებზე ფინედუს ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა როგორც პირისპირი ტრენინგის, ისე ონლაინ ვებინარების ფორმატით და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.

ტრენინგების ფორმატი ითვალისწინებს როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მონაწილეთა ჩართულობას. 

 

ტრენინგები ჩატარდება:

 

24 ივლისს (14:00 -19:00 საათი)- ქ. თელავში 

31 ივლისს (14:00 -19:00 საათი) - ქ. ქუთაისში 

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • დაზოგვა და პირადი ბიუჯეტი - გზა ფინანსური მიზნების მისაღწევად
  • ფინანსური სისტემა და კომერციული ბანკები
  • საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
  • მეწარმეობა
  • საინვესტიციო შესაძლებლობები
  • ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ემიგრანტს და ემიგრანტის ოჯახის წევრს. 

 

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/M4KDtvtBUyn1XtDT9

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.