ეროვნულ ბანკის სათავო ოფისსა და საკასო ცენტრს სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლების ფინანსური განათლების კლუბების VIII-XII კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ემსჯელათ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე, როგორებიცაა: ბიუჯეტირება და დაზოგვა, საბანკო პროდუქტები და მომხმარებლების უფლებები, ფინანსური სისტემა და ფინანსური უსაფრთხოება, ასევე, შეესრულებინათ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო და ჩართულიყვნენ სახალისო თემატურ თამაშებში.
შეხვედრების თემატიკა გამოეხმაურა 2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას #ისაუბრეფულზე.
შეხვედრებზე მიწოდებული ინფორმაცია ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და ფინანსური განათლების საჭიროების გააზრებაში დაეხმარება.
საბოლოო ჯამში აპრილი-ივნისის განმავლობაში ეროვნულ ბანკს 530 მოსწავლე და 47 მასწავლებელი ესტუმრა თბილისისა და რეგიონების ქვემოთ ჩამოთვლილი 26 სკოლისა და არაფორმალური განათლების ორგანიზაციდან:
სსიპ ქ. თბილისის N 166-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი მაია კაკაურიძე
სსიპ ქ. თბილისის N 67-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ირინე გოჩიტაშვილი
სსიპ ქ. თბილისის N 216-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი მარიკა ტყეშელაშვილი
სსიპ ქ. თბილისის N 126-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ლევან სამარგულიანი
სსიპ ქ. ბოლნისის N მე-5 საჯარო სკოლა, პედაგოგი იზოლდა არზუმანიდუ
სსიპ ქ. საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N 1-ელი საჯარო სკოლა, პედაგოგი მარინა კაციტაძე
სსიპ ქ. თბილისის N 87-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ქეთევან სისვაძე
სსიპ ქ. თბილისის N 60-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი იამზე გობიანი
შპს ახალი ქართულ-ევროპული სკოლა, პედაგოგი დარეჯან თედორაძე
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფ. მთისძირის საჯარო სკოლა, პედაგოგი შორენა ყარალაშვილი
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კეხიჯვარის საჯარო სკოლა, პედაგოგი თეა ლომიტაშვილი
სსიპ დაბა ხარაგაულის N მე-2 საჯარო სკოლა, პედაგოგი თეა ტალახაძე
სსიპ ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ანა ტაბიძე
სსიპ ქ. თბილისის N 213-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი მანანა ბეგაძე
სსიპ ქ. თბილისის N მე-17 საჯარო სკოლა, პედაგოგი ცირა შევჩენკო
სსიპ ქ. თბილისის N 106-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი თამარ გეგიძე
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, პედაგოგი ხატია გაფრინდაშვილი
სსიპ ქ. Რუსთავის N 22-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ლელა ფარსენაძე
Სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლა, პედაგოგი ეთერ ლუკაშვილი
სსიპ ქ. თბილისის N 157-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი სალომე ჩორგოლაშვილი
სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქ. თბილისის N 77-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი თამუნა მაჭარაშვილი
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდეეთის საჯარო სკოლა, პედაგოგი მარინე ფორჩხიძე
“ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი”, წარმომადგენელი შორენა ყარალაშვილი
სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქ. თბილისის N 178-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი ეკა უჩანეიშვილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გვიმრიანის საჯარო სკოლა, პედაგოგი თამარი თასოევი
ააიპ ქ. ბოლნისის იოანე ბოლნელის სახ. სკოლა, პედაგოგი ირინა მიქავა