კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ტრენინგები მასწავლებლებისთვის - ონლაინ და ბათუმში

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ" მასწავლებლების გაძლიერებისთვის ფინანსური წიგნიერების მორიგ ტრენინგებს აცხადებს. ერთი ტრენინგი ამჯერად ქალაქ ბათუმში, მეორე კი, ონლაინ ფორმატში დაიგეგმა:

  1. ონლაინ ფორმატი -  16, 18, 19, 22, 23 ივნისი;
  2. ფიზიკური დასწრების ფორმატი ბათუმში - 30 ივნისი, 1-2 ივლისი 

ტრენინგები გათვალისწინებულია საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საკუთრება
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და დეპოზიტები
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:

  • სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და 
  • სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.

ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:

1) ჯგუფი #1 - ონლაინ ტრენინგი

თარიღები - 16, 18, 19, 22, 23 ივნისი - 15:00-18:00 სთ

ფორმატი - ონლაინ,  Zoom-ის პლატფორმის საშუალებით

ონლაინ ტრენინგი რეგისტრაცია

2) ჯგუფი #2 - პირისპირი ტრენინგი - ბათუმი

თარიღები - 30 ივნისი, 1-2 ივლისი -  09:45-15:45 სთ

მისამართი:  ბათუმი, გიორგი ლეონიძის ქ. N15, ტექნოპარკი

ბათუმის ტრენინგი რეგისტრაცია