კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ტრენინგები მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე მასწავლებლების გადამზადებას განაგრძობს.

17 ივნისიდან ქუთაისში - პირისპირი დასწრებით, ხოლო 23 ივნისიდან ონლაინ ფორმატში იგეგმება ტრენინგსესიები მასწავლებელთა მორიგი 2 ჯგუფისთვის.

ტრენინგები გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:

 

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საკუთრება
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და დეპოზიტები
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:

  • სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და 
  • სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.

ტრენინგზე დასწრება უფასოა. 

დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:

1) ჯგუფი #1 - პირისპირი ტრენინგი - ქუთაისი 

თარიღები - 17-19 ივნისი, 09:45-15:45 სთ,

მისამართი:  ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/GpSoBSLaqjJYWsvx8  

2) ჯგუფი #2 - ონლაინ ტრენინგი 

თარიღები - 23-27 ივნისი 15:00-18:00 სთ

ფორმატი - ონლაინ,  Zoom-ის პლატფორმის საშუალებით

ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/woC5KahLpoBSDjJU9