თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად ჩაერთვება მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი და პაშა ბანკი/რებანკი.
გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.
#ფინანსურიგანათლებაუკეთესიმომავლისთვის.