კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დაინტერესებული მხარეებისთვის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გასული წლის აქტივობები შეაჯამეს და სტრატეგიის კომიტეტის წევრი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2024 წლის პრიორიტეტები და სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შემოერთებისათვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები გააცნეს. 

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების რაოდენობა და აქტივობებში ჩართვის მზაობა წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით ხასიათდება, რაც თავად საკითხის მნიშვნელობითა და ორგანიზაციებში სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტიზაციას უკავშირდება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორის შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, საპენსიო სააგენტო, ახალგაზრდობის სააგენტო,  „საზოგადოება და ბანკები“, საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, სილქ როუდ ბანკი, ტერა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვისკაპიტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი, ალტე უნივერსიტეტი და „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ ხომერიკი.