კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზოგვის მსოფლიო დღის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში "მოიწვიე ფინედუ კლასში" იწყება

მოიწვიე ფინედუ კლასში
31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში წელს უკვე 102-ედ აღინიშნება. მისი აღნიშვნის მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება.

საქართველო ამ თარიღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი - "მოიწვიე ფინედუ კლასში".

პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები 2- 20 ნოემბრის შუალედში სკოლებს ესტუმრებიან და V-XII კლასის მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაატარებენ. ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები.

რეგისტრაცია დაიწყება 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დასრულდება 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.