კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვებინარი დამწყები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  ფინანსური განათლების თემაზე ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა დამწყები მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, თემაზე: „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.“ 

ტრენინგების მიზანი იყო მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებისა და ფინანსურ მენეჯერების, ასევე, მომავალ მეწარმეების ხელშეწყობა, შეეძინათ და განევითარებინათ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ, მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში.

ტრენინგები ჩატარდა 3 სესიად. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ თითოეული მათგანის შინაარსი და ვიდეოჩანაწერი.

I სესია - ბიზნეს სესხი

სესია I

  • რა არის ბიზნესსესხი?
  • ბიზნესსესხის მიზნობრიობა და ვადა
  • ბიზნესსესხის უზრუნველყოფა
  • ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთი
  • ბიზნესსესხის გადახდა და გრაფიკი

II სესია - როგორ აფასებს ფინანსური ორგანიზაცია ბიზნესის გადახდისუნარიანობას?

სესია II

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესის გადახდისუნარიანობის შეფასება
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
  • ფინანსური ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია
  • ფინანსური უწყისები
  • ბიზნესის შეფასება და ფინანსური კოეფიციენტები

III სესია - ფინანსური ორგანიზაციის მომხმარებელთა უფლებები

სესია III

  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიზნები, პრინციპები და რეგულირებას დაქვემდებარებული ორგანიზაციები
  • მომხმარებლის უფლებები და ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
  • რა კითხვები უნდა დავუსვათ ფინანსურ ორგანიზაციას

მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამა განვითარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, „ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით, „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში.