საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით 17, 23 და 31 ოქტომბერს გაიმართება ტრენინგების კურსი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.
კურსის მიზანია ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თვითდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციისა და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგი საშუალებასაც აძლევს.
კურსის განმავლობაში განხილულ იქნება საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით
შეხვედრა #1 ( 17 ოქტომბერი) - ქალები კარიერის საწყის ეტაპზე
- როგორ შევქმნათ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი?
- შრომის ბაზრის ძირითადი თავისებურებები
- სად და როგორ მოვიძიოთ ვაკანსია?
- შესაძლებლობები ქალებისთვის შრომის ბაზარზე
შეხვედრა #2 (23 ოქტომბერი) - ბიუჯეტირება
- რა არის ბიუჯეტი, მისი არსი და სახეები?
- რატომ უნდა შევადგინოთ პირადი ბიუჯეტი?
შეხვედრა #3 (31 ოქტომბერი) - დაზოგვა
- როგორი დამზოგველები არიან ქალები?
- დაზოგვის ფორმალური და არაფორმალური მეთოდები
- გრძელვადიანი დაზოგვის უპირატესობები
- როგორ გახდე "აქტიური დამზოგავი?
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერსებულ ქალს ,რომელსაც სურს ცოდნა გაიღრმავოს ზემოთ აღნიშნულ საკითებზე
როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით.
შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამივე ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა)
მონაწილეობა უფასოა და კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრენერები: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები.
თარიღი : 17, 23 და 31 ოქტომბერი.
დრო : 18:00 - 20:00 საათი.
ადგილი: საქართველოს ეროვნული ბანკი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1.