საქართველოს ეროვნულ ბანკში, მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამასთან დაკავშირებით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა ეროვნული ბანკის, European Fund for Southeast Europe (EFSE) - ისა და Export Development Association / ექსპორტის განვითარების ასოციაცია - ს ჩართულობით 2018 წელს შემუშავდა და საპილოტე ტრენინგების ფარგლებში, უკვე 80 - მდე მეწარმე გადამზადდა.
შეხვედრა პროგრამის შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის მონაწილეებმა, პროგრამის მასშტაბების ზრდის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის გზებსა და მეწარმეთა ფინანსური განათლების პროცესში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლის შესახებ იმსჯელეს.