ოლიმპიადამდე, ბავშვები და მათი მშობლები ფინანსური განათლების საკითხებზე "კინგსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე არსებული სპეციალური კამპანიის ფარგლებში მსჯელობდნენ. ამას გარდა, ახალგაზრდებს ფინანსური განათლების ამოცანები, ბონუს დავალების სახით, მათემატიკის ოლიმპიადის I ტურში შეხვდათ.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის, SBFIC-ისა და კინგსის თანამშრომლობა "ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში დაიწყო. ფინანსური განათლების საკითხები "კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადაში პირველად 2018 წელს ინტეგრირდა, "კინგსის" სასწავლო პორტალზე კი ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი თეორიული მასალა და ტესტები განთავსდა. ხაზგასასმელია, რომ ამ რესურსით 2018 წელს 30 000-ზე მეტმა მოსწავლემ ისარგებლა.
"ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მუდმივად ერთვება ინოვაციურ, შემოქმედებით პროექტებში, რათა ფინანსური განათლება ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მოხარულები ვართ, რომ SBFIC-სთან და "კინგსთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ფინანსურ საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები თანატოლებისთვის სახალისო გზით გაეზიარებინათ. ვიმედოვნებთ, რომ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში ბავშვების მიერ ჩაწერილ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება ექნება და ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.