კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ტრენინგები მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ წელსაც აგრძელებს მასწავლებლების მხარდაჭერას და აცხადებს ფინანსური წიგნიერების მორიგ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის.

მიღება ცხადდება 5-დღიან ტრენინგსესიების ორ ნაკადზე განსხვავებული ფორმატით:

  1. ონლაინ ფორმატი -  9-13 თებერვალი;
  2. ფიზიკური დასწრების ფორმატი თბილისში - 19, 23-26 თებერვალი 

ტრენინგები გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:

  • ფული და ბარტერი
  • ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
  • საჯარო და კერძო საკუთრება
  • შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
  • დაზოგვა და დეპოზიტები
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
  • დაზღვევა
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:

  • სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და 
  • სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.

ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:

1. ჯგუფი #1 - ონლაინ ტრენინგი

თარიღები - 9-13 თებერვალი - 15:00-18:00 სთ

ფორმატი - ონლაინ,  Zoom-ის პლატფორმის საშუალებით

ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/iPVXYjx7YbaaPwFE8  

2. ჯგუფი #2 - პირისპირი ტრენინგი - თბილისი

თარიღები - 19, 23-26 თებერვალი - 15:30-19:00 სთ.

მისამართი:  თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, საქართველოს ეროვნული ბანკი

ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/Nnn2y4N73ACSG3Ph6