კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფეისბუქკონკურსი "ფული და ფულის სამყარო"

გლობალური ფულის კვირეული (https://globalmoneyweek.org/)  2012 წლიდან მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღინიშნება. წელს ეს  მასშტაბური ღონისძიება 22 მარტიდან დაიწყება და მის აღნიშვნაში ეროვნულ ბანკსა და მის მიერ შექმნილ ფინანსური განათლების პორტალთან (www.finedu.gov.ge) ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ეროვნული ბანკი საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის ფულისა და ბანკების თემაზე ფეისბუქკონკურსს აცხადებს. კონკურსის სახელწოდებაა: „ფული და ფულის სამყარო“. 

22-იდან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge დაიდება თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ ცალკე პოსტის სახით. 

დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით გამოვლინდება 15 გამარჯვებული: 

  • 10 გამარჯვებული - თითოეულ ვიდეორგოლში დასმულ შეკითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი 
  • 5 გამარჯვებული - ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი საკონკურსო შეკითხვებზე.
  • აუცილებელია კონკურსანტის სახელის, გვარის და ასაკის მითითება კომენტარში პასუხთან ერთად
  • ჩასწორებული (Edited) კომენტარები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

დეტალური ინფორმაცია სწორი პასუხების მოთხოვნებთან, ასევე გამარჯვებულების გამოვლენის პირობების შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://bit.ly/კომკურსის-პირობები      

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე 2021 წლის 29 მარტს 18:00 საათზე. 

გამარჯვებულებისთვის საინტერესო პრიზებია გათვალისწინებული: სერტიფიკატი,  ბრენდირებული ნივთები ეროვნული ბანკის სიმბოლიკით, საგანმანათლებლო ბროშურები და რაც მთავარია, წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი გამოცემაა როგორც ზოგადსაკაცობრიო-ისტორიული, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით და რომელშიც თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის საგანძურის ფასდაუდებელი ნიმუშები.  

წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს!