კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“

1. კონკურსის იდეა და მიზანი

ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ (შემდგომში - „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“) ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, ასევე, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების  - სს „არდი დაზღვევის“, სს „ბბ დაზღვევის“, სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“, სს „თიბისი დაზღვევის“, სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“, სს „პსპ დაზღვევის“, სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“, სს „სადაზღვევო კომპანია  ჯი პი აი ჰოლდინგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“, სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“,  სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელის“, სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმის“, სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ და სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ (შემდგომში ყველა ერთად მოხსენიებული, როგორც „სადაზღვევო სექტორის წარმომადგნლები“) - ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით 2022 წლიდან 2 მაისს აღინიშნება დაზღვევის დღე საქართველოში. ამ დღისადმი მიძღვნილი 2022 წლის საინფორმაციო კამპანიის დევიზია „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“

ზემოხსენებული თარიღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. 

დაზღვევის დღის საქართველოში აღნიშვნის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სახელწოდებით „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“ (შემდგომში - „კონკურსი“), რომლის მიზანია, მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.

 

2. კონკურსის ტიპი, ვადები და პირობები

  • კონკურსის სახელწოდება: „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“;
  • კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა ამ კონკურსის 1-ელ მუხლში მოყვანილი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს;
  • კონკურსის გამოქვეყნების და ნამუშევრების მიღების დაწყების თარიღი: 15 აპრილი, 2022 წ.
  • კონკურსის ფარგლებში გაითვალისწინება/შეფასდება იმ კონკურსანტთა ნამუშევრები, რომლებიც ამ კონკურსის პირობებით დადგენილი წესების შესაბამისად შემოვა 2022 წლის 27 აპრილის 09:00 სთ-მდე;
  • კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 30 აპრილს, ხოლო ჯილდო გადაეცემათ 2 მაისს;
  • კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს ფინედუსა და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებში ავტორის ვინაობის მითითებით. ამასთან, ნამუშევრებს ვებ-გვერდიდან/სოციალური არხებიდან წაშლა მხოლოდ „ფინედუს“ გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს;
  • ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნამუშევრების რაოდენობა არ იზღუდება, თუმცა, გამარჯვებულად კონკურსანტი მხოლოდ ერთხელ შეიძლება დასახელდეს.

 

3. კონკურსის კატეგორიები და მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევრების მიმართ

 

3.1 კონკურსი ცხადდება ორ კატეგორიაში:

  • კატეგორია „პოსტერი და სლოგანი“, რომლის ფარგლებში კონკურსანტს მოეთხოვება, შექმნას ვიზუალური მასალა - პოსტერი/ბანერი და მოიფიქროს შესაბამისი სლოგანი;
  • კატეგორია „ბლოგი“, რომლის ფარგლებში კონკურსანტს მოეთხოვება  შექმნას წერილობითი ნამუშევარი - სტატია/თხზულება/ესსე;

3.2 კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრის მიმართ ზოგადი მოთხოვნები შემდეგია:

  • ნამუშევარი შემუშავებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
  • ნამუშევარი დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მოსახლეობას უნდა აწვდიდეს უტყუარ ინფორმაციას და აფიქრებდეს მათი სარგებლიანობის შესახებ;
  • ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან გარკვეულ პროფესიულ სეგმენტზე;
  • ნამუშევარი შეიძლება შეიცავდეს იდეას/შინაარსს როგორც ზოგადად დაზღვევის, ისე, რომელიმე კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის შესახებ;
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

3.3 კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ წარმოდგენილი ნამუშევრის მიმართ დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

  • ნამუშევარი შესაძლოა შესრულებული იყოს ნებისმიერ  პროგრამაში (მაგალითად: Ai, Ae, Id, Ps, Blender, Ms PowerPoint და სხვა);
  • ნამუშევარს ვიზუალურ მასალასთან ერთად უნდა ერთვოდეს თემატური, ინსპირაციული სლოგანი; 
  • ნამუშევარი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მოწოდებული უნდა იყოს PND, PSD, JPEG ან სხვა მაღალი გარჩევადობის (HD) მქონე ფორმატით.

3.4 კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში „ბლოგი“ წარმოდგენილი ნამუშევრის მიმართ დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

  • ნამუშევარი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 (სამასი) და მაქსიმუმ 800 (რვაასი) სიტყვისგან;
  • თუ ნაშრომში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც კონკურსანტის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო და, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და შესაბამისი ციტირების სტანდარტები;
  • ნაშრომი უნდა წარმოდგენილ იყოს „Microsoft Word-ის“ ფორმატით.

 

4. ნამუშევრების წარმოდგენა

 

კონკურსანტმა ნამუშევარი/ნამუშევრები უნდა გამოგზავნოს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge.  წერილის სათაურად უნდა მიეთითოს კონკურსის დასახელება - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“, ხოლო უშუალოდ წერილის ტექსტში კონკურსანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ფსევდონიმი, თუ ავტორს სურს მისი ნამუშევრის ანონიმურად გამოქვეყნება. 

 

5. კონკურსის ფარგლებში დაწესებული პრიზები, გამარჯვებულების გამოვლენის პროცესი და ჟიური

 

5.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული - თითოეულ კატეგორიაში 2 გამარჯვებული.  გამარჯვებულებისათვის სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების მიერ, ერთობლივი მონაწილეობით, დაწესებულია შემდეგი ფულადი პრიზები:

  • I ადგილი კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ – 2 000 ლარი,
  • II ადგილი კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ – 1 000 ლარი,
  • I ადგილი კატეგორიაში „ბლოგი“ – 2 000 ლარი,
  • II ადგილი კატეგორიაში „ბლოგი“ – 1 000 ლარი;

5.2. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია „ფინედუს“, „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლებისგან. 

5.3. კატეგორიაში „პოსტი და სლოგანი“ ნამუშევრების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ვიზუალის კრეატიულობა, ორიგინალურობა;
  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • სლოგანი საინტერესოა და მომხმარებელს დაზღვევის/სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის სურვილს აღუძრავს;

5.4. კატეგორიაში „ბლოგი“ ნამუშევრების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • თემის ორიგინალურობა/გადმოცემის ორიგინალური სტილი;
  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • საუკეთესო პრაქტიკული რჩევები.

5.5 გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა და ნამუშევრები „ფინედუს“ „ფეისბუქის“ გვერდზე (https://www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნდება 30 აპრილს.

 

6. საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 
  • ცხელი ხაზი: (+995 32)2406406 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge
  • ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/
  • „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/

 

7. სასარგებლო ბმულები: