კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაბადების დღის  "სიურპრიზი"

დაბადების დღის "სიურპრიზი"

2481
4.1 / 5

დღეს ჩემი დაბადების დღეა, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ გრანდიოზული საჩუქარი გამიკეთა და მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. 

თუმცა ხომ იცით დღეს ასე ერთიანად დაწყობილი ფული ბევრს არ გვაქვს მაგრამ გვყავს  ფერადი, განსხვავებული და მუდამ ჩვენს სამსახურში მყოფი ბანკები.

თანხის დასამატებლად დილაადრიან ბანკს მივადექით.  ერთი სული მქონდა ოპერატორთან მივსულიყავი და ნასესხები თანხა ამეღო. 

თეთრ პერანგებში გამოწყობილი გოგონები ლამაზი მომღიმარი სახით მეუბნებოდნენ “დილა მშვიდობისა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?!” 

მე კი აღტაცებული, საჩუქრის მოლოდინში მყოფი  სწრაფ-სწრაფად ვუხსნიდი რისთვის მივედი ამ დილაადრიან. 

გოგონამ  პირადობა მთხოვა.   პროცედურის შესაბამისად მონაცემებს გადახედა და   ლამაზი ღიმილით მეუბნება “გილოცავთ დაბადების დღეს!” 

ძალიან მესიამოვნა და ისევ ჩემს დაბადების დღეზე გადავერთე.

ბანკის თანამშრომელმა დეტალურად გამომკითხა ჩემს ფინანსებზე, ვალდებულებებზე და შემდეგ უკვე დაიწყო რამდენიმე სახის პროდუქტის შემოთავაზება  და თითოეული მათგანის დეტალებში განხილვა, 

ოპერატორი ყველა სესხის პირობას, დასაწყისა და დასასრულს აბზაც-აბზაც ღიმილით მიხსნიდა. 

მე კი დროდადრო ტელეფონში ვიყურებოდი, მოლოცვებს ვღებულობდი, შეტყობინებებს ვპასუხობდი და ახლა უკვე დამშვიდებული და კმაყოფილი თავაზიანობის ნიშნად თავს ვუქნევდი ბანკის წარმომადგენელს.

საბოლოოდ შევთანხდით ყველაფერზე, სესხის პირობები შესანიშნავად მოერგო ჩემს გრაფიკს. დამიბეჭდა საბუთები, სათაურიც კი არ წამიკითხავს ისე ვაწერდი ყველა ფურცელს ხელს, გოგონა კიდევ და კიდევ მიხსნიდა, კითხვები ხომ არ გაქვთო მეკითხებოდა, რამე გაუგებარი ხომ არააო მიმეორებდა, მე კი ბედნიერი ვუმეორებდი  მადლობას.

წამოვედი, ვიყიდეთ მანქანა, ვიყავი ძალიან ბედნიერი და მადლიეერი მეუღლის, ბანკის და  ცხოვრების.

სადღესასწაულო ეიფორიის შედეგები

გავიდა ერთი თვე, მომივიდა შეტყობინება  სადაც ეწერა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხა და გადახდის ბოლო რიცხვი, სიმართლე რომ გითხრათ ნამდვილად არ მახსოვდა ამ რიცხვში თუ უნდა გადამეხადა, მაგრამ ზოგადად გადასახდელი რომ მქონდა კი ვიცოდი.

იმ დღეს საშინლად გაწვიმდა, ბანკში წასვლა დამეზარა, ვიფიქრე ერთი დღე თუ გადაცდა რა უჭირსთქო,  მივედი რამდენიმე დღის შემდეგ  ბანკში, სესხის თანხა იმაზე ბევრად მეტი იყო რაც  1 კვირის წინ მიღებულ შეტყობინებაში ეწერა, გაბრაზებული მივედი ოპერატორთან  და ვთხოვე აეხსნა რატომ მოხდა ასე.

მასთან საუბრისას ვხვდები რამდენი შეცდომა დავუშვი როცა სესხის კეთებისას არ მოვუსმინე ყურადღებით ოპერატორს , რომელიც მიხსნიდა რა საკომისიოები მეჭრებოდა,  რამდენი იყო ვადაგადაცილების ჯარიმა, რა ემართებოდა ჩემს საკრედიტო ისტორიას, არ წავიკითხე ხელშეკრულება და საერთოდ ამ მომენტში ოპერატორთან საუბრისას  მახსენდებოდა ყველა ის ინფორმაცია რაზეც თავდაპირველად გოგონა მესაუბრებოდა და მეკითხებოდა “კიდევ ხომ არ გავიმეორო? კითხვა ხომ არ გაქვთ? “ 

რა უნდა მექნა? - არ მქონდა ზოგადი ცოდნა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით,  არც ის ხელშეკრულება წამიკითხავს რაზეც ხელიი მოვაწერე.ხოლო როცა ოპერატორმა ამიხსნა იმ დღეს ყველაფერი გავიგე მაგრამ ბანკის შენობიდან რომ გამოვედი თითქოს ჩემი გონებიდანაც გავიდა ყველაფერი რაც იქ  წავიკითხე და  მოვისმინე.

 მე როგორც მომხმარებელი იმ დღეს ფინანსურად  დავზარალდი, მაგრამ ჩემივე უყურადღებობის და არ ცოდნის გამო. სამაგიეროდ ახლა ყველაფერს წინასწარ ვეცნობი, ჯერ გულიანად ვკითხულობ რაზეც ხელის მოწერა მიწევს, ის კი არა გადახდის ქვითარიც კი სახლში მომაქვს და სპეციალურ ყუთში ვათავსებ.

მერე ჩემს მეგობრებს მოვუყევი რაც დამემართა, ეგრე ბევრს ემართებაო გოგონებმა მითხრეს. დავფიქრდი და ძალიანაც შევწუხდი, ალბათ რამდენმა ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებების და პასუხისმგებლობის  შესახებ. რეალურად ჩვენ არც კი ვიცით რისი მოთხოვნა შეგვიძლია გარდა იმისა რასაც ისედაც გვთავაზობენ. 

როგორ შევძელი სირთულეებთან გამკლავება

მართალია გამოცდილება გვეხმარება შეცდომების არიდებაში მაგრამ სანამ ასე პრაქტიკაში გამოცდილებას მივიღებთ მანამდე ხომ ჩვენ ვზარალდებით? 

სასწრაფოდ რაიმე უნდა მომეფიქრებინა.

პირველრიგში დავიწყე სიტყვების ძებნა, რას ნიშნავდა მომხმარებელი, რა უფლება ჰქონდა მას, რას ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის კანონი და როცა რაღაც სახის ცოდნა ჩამომიყალიბდა გადავწყვიტე ახლა სხვისთვისაც გამეზიარებინა.

დღეს სოცილაური ქსელებით ალბათ ყველა ვსარგებლობთ, ადამიანთა უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სოციალური ქსელებისგან იღებს ინფორმაციას.

მეც გადავწყვიტე ვიდეოს სახით ჩამეწერა ის რაც მოვიძიე და რაც გამოადგებოდა ყველა ადამიანს, როდესაც გახდებოდნენ მომხმარებლები.  ამასთან ერთად განცხადების სახითაც ვწერდი სხვადასხვა გვერდებზე მომხმარებელთა შესახებ, ვყვებოდი იმ ადამიანებზე რომლებმაც იცოდნენ თავიანთი უფლებები და დიდი ზარალი აიცილეს ამით, ვყვებოდი იმ სასოწარკვეთილ მომხმარებლებზეც რომლებმაც ინფორმაციაც კი ვერ მიიღეს სრულად და მოტყუებულები დარჩნენ. 

კომენტარებში კი მიწერდნენ მადლობას, მეკითხებოდნენ - დღეს ასე დამემართა და როგორ მოვიქცეო,  ამის გაკეთება მინდა და თუ მაქვს უფლებაო და ასე ისმოდა უამრავი შეკითხვა, მეც დამწყები ვიყავი და ბევრი რამე მეც არ ვიცოდი მაგრამ მივდიოდი ფინანსურ ორგანიზაციებში ვსვამდი უამრავ კითხვებს და მიღებული ინფორმაციით ვეხმარებოდი სხვას, რათა მიეღო ცოდნა და სცოდნოდა საკუთარი უფლების შესახებ. 

დღეს კი თავს ძალიან კმაყოფილად ვგრძნობ, რადგან ვარ დაცული მოსალოდნელი საფრთხეებისგან და არ ვარ სასოწარკვეთილი მომხმარებლების სიაში.