კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსი სახელწოდებით "თუ მომავალი დაზღვეულია" დასრულებულია.

კონკურსი მიეძღვნა 2 მაისს, დაზღვევის დღეს საქართველოში, და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.  

კონკურსში 300-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომლებიც ავტორის მიუთითებლად, დაშიფრული სახით მიეწოდათ ჟიურის.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2 კატეგორიაში: "მომხმარებლის რჩეული" და "სადაზღვევო კომპანიის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

კონკურსი ჩატარდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად და პარტნიორი ორგანიზაციების, სს ბაზისბანკის , სს პსპ დაზღვევას,  სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას, სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგის და სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას  მხარდაჭერით.

გამარჯვებულები

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" რჩეული დიანა-დორა ნაკაიძე - პოსტერისთვის "ზოგჯერ კომფორტიც დასაზღვევია" 

დიანა-დორა ნაკაიძე - პასიური რწმენა, რომ “არაფერი მოხდება”, ხშირად ასე მთავრდება -  საკუთარ მოგზაურობაში ხდები ზედმეტი ბარგი. დაზღვევის არქონა არ არის ეკონომია, ეს არის დაუგეგმავი რისკი.
დიანა-დორა ნაკაიძე - პასიური რწმენა, რომ “არაფერი მოხდება”, ხშირად ასე მთავრდება -  საკუთარ მოგზაურობაში ხდები ზედმეტი ბარგი. დაზღვევის არქონა არ არის ეკონომია, ეს არის დაუგეგმავი რისკი.

სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" რჩეული თათია აკობია - პოსტერისთვის "იყავი მზად მოულოდნელობებისთვის, დაეზღვიე"

თათია აკობია - ყველა ადამიანისათვის ლარნაკის ან ნებისმიერი ჭურჭლის გატეხვა მოულოდნელი და სამწუხაროა. ჩემს პოსტერში გატეხილი ლარნაკი ზუსტად ამას  აღნიშნავს-  მოულოდნელ ფაქტებს, რაც შეიძლება ადამიანს  ცხოვრებაში  დაემართოს. სამწუხარო სიურპიზებისათვის, კი არსებობს დაზღვევა.

სადაზღვევო კომპანია "პსპ-ს" რჩეული ნიკოლოზ ეჯიბაძე - პოსტერისთვის "იმოგზაურე მშვიდად, თავგადასავალი იწყება დაზღვევით!"

ნიკოლოზ ეჯიბაძე - ალისა საოცრებათა ქვეყანაში თავდაჯერებულად მიიწევს, რადგან  მას თან აქვს სამოგზაურო დაზღვევა, რა იცი რა ხდება ეს ქვეყანა სიურპრიზებითაა სავსე.
ნიკოლოზ ეჯიბაძე - ალისა საოცრებათა ქვეყანაში თავდაჯერებულად მიიწევს, რადგან  მას თან აქვს სამოგზაურო დაზღვევა, რა იცი რა ხდება ეს ქვეყანა სიურპრიზებითაა სავსე.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" რჩეული დავით სადაღაშვილი - პოსტერისთვის "ჭამე მშვიდად, ხარ დაზღვეული"

დავით სადაღაშვილი - ფიფქია თამამად ჭამს მოწამლულ ვაშლს, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე აქვს. პრინცს აღარ უწევს მისი გადარჩენა – დაზღვევა თავად გმირობს.
დავით სადაღაშვილი - ფიფქია თამამად ჭამს მოწამლულ ვაშლს, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე აქვს. პრინცს აღარ უწევს მისი გადარჩენა – დაზღვევა თავად გმირობს.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსის" რჩეული მარიამ კილასონია - პოსტერისთვის "დავაზღვიე, მაშასადამე ვარსებობ"

მარიამ კილასონია - ფრანგი განმანათლებლის, რენე დეკარტის ყველასათვის ცნობილი სიტყვები: 'ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ' იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გონივრულ და დაფიქრებულ ნაბიჯებს დგამენ, ასე ჟღერს: 'დავაზღვიე, მაშასადამე ვარსებობ'

მომხმარებლის რჩეული მეგი ცომაია - პოსტერისთვის "დაზღვევა - შენი მშვიდობიანი ძილის ავტორი"

მეგი ცომაია- მშვიდი ღამეა. ბავშვს სძინავს. მის თავთან-სიზმრების ღრუბელში, შიში და ავადმყოფობა ტრიალებს, მაგრამ მაგიური ბარათი-დაზღვევა იცავს. ცუდი სიზმრები ნათელ ოცნებად გარდაიქმნება.
მეგი ცომაია- მშვიდი ღამეა. ბავშვს სძინავს. მის თავთან-სიზმრების ღრუბელში, შიში და ავადმყოფობა ტრიალებს, მაგრამ მაგიური ბარათი-დაზღვევა იცავს. ცუდი სიზმრები ნათელ ოცნებად გარდაიქმნება.