22 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის ფულის ისტორიის, ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და დაზოგვის შესახებ ონლაინ გაკვეთილები ტარდებოდა.
გაკვეთილები საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სის, თიბისი ბანკის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ჩართულობით ჩატარდა. მათზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციით, საქართველოს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასს შეეძლო. რეგისტრაცია ფინედუს ფეისბუქგვერდზე 14 მარტს გამოცხადდა.
ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ონლაინ გაკვეთილების გარდა, დამატებით თბილისის 4 სკოლას ეწვივნენ. ჯამში, პროექტში 25 სკოლა, 34 მასწავლებელი და 800-მდე მოსწავლე ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ეროვნული ბანკისგან მონაწილე მასწავლებლებსა და სკოლებს სერტიფიკატები, სკოლის ბიბლიოთეკას - წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“, ხოლო მოსწავლეებს საგანმანათლებლო მასალები გაეგზავნებათ.
პროექტში შემდეგი სკოლები ჩაერთნენ:
- ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა
- ბანოჯის საჯარო სკოლა
- ბარდუბნის საჯარო სკოლა
- ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლა
- გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლა
- გორის მე-12 საჯარო სკოლა
- თბილისის 133-ე საჯარო სკოლა
- თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
- თბილისის 32-ე საჯარო სკოლა
- თბილისის 55-ე საჯარო სკოლა
- თბილისის კლასიკურ გიმნაზია
- თბილისის მე-6 საავტორო სკოლა
- მთისძირის საჯარო სკოლა
- მურთაზ ირემაძის სახელობის ზოტის საჯარო სკოლა
- საერთაშორისო ბიზნეს სკოლა
- სასწავლო ცენტრი "მერმისი"
- სკოლა "ეისი"
- სკოლა "ჯი-ელ-სი"
- სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე"
- ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"
- ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა
- ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
- ხოვლის საჯარო სკოლა
ფოტოები იხილეთ გალერეაში.