მონაწილეებმა სტრატეგიის დამტკიცებიდან 5 წელი შეაჯამეს და ახალი ფორმატით თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა გვენეტაძემ გახსნა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, ფინანსური განათლების ამაღლების გრძელვადიან პროცესში, საჯარო და კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის წევრებმა და მოწვეული საფინანსო, საჯარო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობის ახალ და უფრო მოქნილ ფორმატზე, რომელიც ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკითხით ნებისმიერი დაინტერესებული მხარის პროცესში ჩართვას გულისხმობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ფინანსური განათლების ცალკეული პროგრამებისა და სტრატეგიის დახვეწა-დანერგვის კუთხით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.