კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

კონკურსი "ფინანსური ასოციაციობანა" ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი  იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის "ფინანსური ასოციაციობანას" გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

6 მაისს კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ეროვნულმა ბანკმა კონკურსის მხარდამჭერ საქართველოს ბანკთან ერთად "თამაშობანას" გასართობ-საგანმანათლებლო სივრცეში უმასპინძლა.

ღონისძიებაზე თავიანთ მოსწავლეებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ გამარჯვებული მასწავლებლები:

  • მარინე გულაშვილი - სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლა
  • მარიამ ბოლქვაძე - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ: "მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი".

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ ინტერაქციულ სპექტაკლს მიზნების დასახვისა და მოტივაციის თემაზე.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.