კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

თუ გინდა იყო დაცული, უნდა გქონდეს ცოდნა

თუ გინდა იყო დაცული, უნდა გქონდეს ცოდნა

1365
3.7 / 5

ჩვენი ძირითადი  ცოდნა  ძალიან ბევრ საკითხთან და ზოგადად  ცხოვრებასთან დაკავშირებით სკოლიდან მოდის, ბავშვები ბაღიდან, პირველივე კლასიდან იღებენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენებზე შესაბამის ცოდნას, ვასწავლით მათემატიკას, გეოგრაფიას, ქართულს, ინგლისურს, ფიზიკას, ქიმიას  მაგრამ ფინანსური განათლება ამ დროს სახლში ისწავლება, როდესაც ჩვენი შვილები ყოველდღიურად უყურებენ როგორ ვშრომობთ  ფინანსების გამო და დღეს ფულის გარეშე თითქმის ვერაფერს შევიძენთ ,რასაკვირველია მათ გაუჩნდებათ კითხვები.

თანაც ბავშვები ხომ  უამრავ კითხვას სვამენ,მათ აინტერესებთ მცირე დეტალები და ცდილობენ ათასჯერ შემოატრიალონ ერთიდაიგივე კითხვა, რადგან რეალურად ვერ მიიღეს თავიანთ კითხვაზე სასურველი პასუხი. 

ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან, მათ გარეშე მიმდინარე მოვლენებს ისრუტავენ, ფიქრობენ და აღიქვამენ, ამ დროს კი მნიშვნელოვანია მივაწოდოთ გარკვეული სახის ცოდნა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით, რათა მათ არ გაუჭირდეთ მომავალში ფინანსური დამოუკიდებლობა და თანხების სწორად გადანაწილება.  ამასთანავე ფინანსური განათლება აუცილებელია რადგან მათ ზუსტად იცოდნენ საკუთარი უფლებები. 

"ბრძოლა" უფლებების დასაცავად

მინდა მოგიყვეთ ჩემი პირველი ბრძოლის შესახებ, რომელიც ეხება ბებოს, როგორც დაზარალებულ მომხმარებელს. 

წინა  წელს სტუდენტი გავხდი და სხვა ქალაქში ვაპირებდი სასწავლებლად გადასვლას, მიუხედავად იმისა რომ სწავლა სახელმწიფომ დამიფინანსა მაინც დიდ ხარჯებს მოითხოვდა ჩემი გადასვლა სხვა ქალაქში. 

ბებოს უნდოდა საჩუქრის სახით თანხა მოეცა ჩემთვის   და ბანკში მივიდა სესხის გასაკეთებლად. 

ბანკმაც სესხი მისცა. ბებო ძველი დროის ქალია და ყველაფერს უკვირდება, მათ შორისაც ყურადღებით წაიკითხა ხელშეკრულება და ბანკის წარმომადგენელსაც უამრავი კითხვა დაუსვა.

რამდენიმე თვეში სესხი მთლიანად დაფარა.

გავიდა ცოტა დრო და ისევ დასჭირდა ბანკის დახმარება, ბანკში მისულს კი ხვდება დავალიანებები, ძალიან აღელდა.

ბებო ანერვიულებული სახლში დაბრუნდა.

გაბრაზებული ბებოსთან ერთად მივედი იმავე ბანკში, მინდოდა პროგრამულად მენახა ყველა გადახდა, სად მოხდა შეცდომა, როდის ვერ გადაიხადა, რა დააკლდა. მაგრამ ოპერატორი მიმტკიცებდა ბოლო გადახდა არააო. მაშინ მოვითხოვე მენეჯერთან გასაუბრება და იმ დღის კამერების ნახვა  როცა ბებო სესხის დასაფარად იყო მისული.

ბებოს ერიდებოდა და შეწუხებული მეუბნებოდა არაუშავს ბებო, ნელნელა გადავიხდი ნუ შევაწუხებთ ხალხსო.

მაგრამ მე როგორც მომხმარებელი თავს დამცირებულად და მოტყუებულად ვგრძნობდი, მჯეროდა ბებოსი რადგან არაასოდეს არავის ვალი შეურჩენია. 

მენეჯერი, რა თქმა უნდა, ყურადღებით გაეცნო სიტუაციას, როდესაც  ჩანაწერიც ვნახეთ აღმოჩნდა რომ ბებო თანხის ჩასარიცხად აპარატთან მივიდა, იქ მყოფ გოგონას სთხოვა დახმარება, გოგონაც დაეხმარა , უცებ სხვა მომხმარებელმა დაუძახა ამ გოგოს და აპარატზე გადახდის ღილაკისთვის ხელის დაჭერა დაავიწყდა. 

მენეჯერი ძალიან შეწუხდა, დავალიანებებიც მოგვიხსნა თუმცა  ბებო, როგორც მომხმარებელი დაზარალდებოდა,   რომ არა ჩემი მცირედი ცოდნა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები  ჩვენ იმ დავალიანებას ტყუილად გადავიხდიდით და გარუკვევლობაში დავრჩებოდით. 

ასევე ფინანსური განათლების არ ქონა ხელს უწყობს აზარტულ თამაშებს, რადგან ახალგაზრდები და სრულიად ჩამოყალიბებული ადამიანებიც კი ცდილობენ ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვნონ ამის ყველაზე მარტივი სახე კი სწორედ ეს აზარტული თამაშებია რაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აზარალებს. 

ფინანსური განათლების დადებითი მხარეები

ფინანსური განათლება ადამიანს აძლიერებს.  ასეთი ადამიანი არასოდეს ხდება სასოწარკვეთილი მომხმარებელი, რადგან მან იცის როგორ და სად უნდა მოაგვაროს ნებისმიერი სახის პრობლემა რაც ფინანსებს უკავშირდება. 

ამასთანავე, ფინანსური განათლების მქონე მომხმარებლები აიძულებენ კომპანიებს გახდნენ უკეთესი, შექმნან ჯანსაღი ურთიერთობა და რა თქმა უნდა, უკეთ იზრუნონ მომხმარებლის უფლებებზე. დღეს ფინანსური ორგანიზაციისთვის  არააქვს  მნიშვნელობა როგორ გამოიყურები, საიდან ხარ, როგორია შენი ცხოვრების სტილი , რა რელიგიის ხარ და რა პოლიტიკური შეხედულების, ჩვენ როგორც მომხმარებლები ყველა თანასწორუფლებიანნი ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ჩვენი უფლებები.

ჩემი აზრით, მართლაც ცდილობენ ჩვენი ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელზე ზრუნვას, მათთვის აშკარად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის აზრი და სწორედ ამას გამოხატავს ის კითხვარები რომლებიც ორგანიზაციებისგან მოდის, ისინი საშუალებას გვაძლევენ ყველგან დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ეს ნამდვილად დასაფასებელია.

დღეს, ფინანსურ ორგანიზაციებში მიმდინარე რეგულაციებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით , სასიამოვნო იყო პანდემიის პერიოდში მიმდინარე ცვლილებები, დისტანციური არხების განვითარება, ფილიალში მიღებული მომსახურება და რა თქმა უნდა ის დათმობები რაც ფინანსურმა ორგანიზაციებმა განახორციელა. 

თუმცა  მჯერა რომ კიდევ მეტი შეუძლია მათ და დიდი იმედი მაქვს რომ ისევ , ყოველდღიურად ეცდებიან მომსახურების განვითარებას, რაც თავისთავად გამოიწვევს მომხმარებლის კმაყოფილებას.