კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან

2169
3.8 / 5

თაღლითები უამრავ ხერხს მიმართავენ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ხელში ჩაიგდონ.

ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

  • ვინაობის მოპარვა (identity theft)
  • ფიშინგი
  • ფარმინგი
  • ცრუ ანტივირუსი
  • სატყუარა ბმული

ფიშინგის დროს თაღლითი ელ.ფოსტაზე წერილს გიგზავნით და გატყუებთ, თითქოს წარმოადგენს კონკრეტულ კომპანიას და გატყობინებთ ფულადი პრიზის მოგებას ან თქვენი შორეული ნათესავია, რომელიც მემკვიდრეობას გიტოვებთ. სანაცვლოდ კი პაროლს, ანგარიშის ნომერს და სხვა პირად ინფორმაციას გთხოვთ. ასეთ იმეილებს, თქვენს გარდა, მილიონობით ადამიანს უგზავნიან, იმის იმედით, რომ ერთი მაინც წამოეგება ანკესზე.

ფარმინგის დროს კიბერ-დამნაშავეები საეჭვო ვებ-გვერდზე გამისამათებენ. ყალბი ვებ-გვერდი ძალიან ჰგავს ნამდვილს და შეიძლება, თითქმის იდენტურიც იყოს. თუ ამ ვებ-გვერდზე თქვენს პირად მონაცემებს შეიყვანთ (სახელი, პაროლი, ანგარიშის ნომერი ან სხვა) თქვენდა უნებურად მათ დამნაშავეებს გადასცემთ.

ცრუ ანტივირუსი pop-up სარეკლამო ფანჯარის სახით შეტყობინებაა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავხართ, თითქოს თქვენი კომპიუტერი დავირუსებულია და სისტემას განახლება სჭირდება. ხშირად ეს თავად მავნე პროგრამაა და, როგორც კი ფანჯარაზე დააწკაპუნებთ, შესაძლოა, კომპიუტერი დაგივირუსდეთ ან, უარეს შემთხვევაში, თქვენმა პირადმა ინფორმაციამ გაჟონოს.

სატყუარა ბმული Clickbait არის ინტერნეტ ბმული, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მყვირალა, სენსაციური სათაურით და ვიზუალური ეფექტით იქცევს და მომხმარებელს ბმულზე დაწკაპუნებისკენ (click) უბიძგებს. ბმულზე დაწკაპუნება გამისამართებთ ვებ-გვერდზე, რომელიც თანხას დაკლიკვის რაოდენობიდან შოულობს. რაც უფო მეტია კლიკი, მით უფრო დიდია ვებ-გვერდის ვიზიტორების რაოდენობა და ვებ-გვერდის მიერ გამომუშავებული თანხა. 

უსაფრთხო და საიმედო პაროლი

  • პაროლი არის სიმბოლოების უწყვეტი თანმიმდევრობა, რომელიც მომხმარებლის აუტენტიფიკაციის საშუალებით რესურსზე წვდომის უფლებების დონეების განსასაზღვრად გამოიყენება.
  • სიტყვა პაროლი ფრანგული წარმოშობისაა (ფრ. Parole) და თარგმანში სიტყვას ნიშნავს.
  • დღეისთვის პაროლებს რეალურ სიტყვებთან კავშირი სულაც არ აქვთ. პაროლთან შეიძლება ის ფაქტი გაგახსენდეთ, რომ პაროლის შეყვანის დროს აკრეფილი სიმბოლოები წერტილებით იცვლება.
  • პაროლი გეხმარებათ დოკუმენტზე წვდომის შეზრუდვაში.

პაროლის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ მარტივი წესები:

  • პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან.
  • აუცილებლად გამოიყენეთ მთავრული და ნუსხური ასოების კომბინაცია.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ციფრები 0 დან 9-მდე.
  • თუ სისტემა ამის საშუალებას იძლევა, გამოიყენეთ სხვადასხვა სპეციალური სიმბოლოები, მაგალითად ქვედა ტირე _, მინუსი -, მეილის ნიშანი @, დოლარის ნიშანი $, ენდ სიმბოლო & და ა.შ. ={}[]<>.
  • არასდროს გამოიყენოთ პაროლად თქვენი სახელი, დაბადების თარიღი ან პირადი ნომერი.
  • ეცადეთ, ციფრები არ გაიმეოროთ (1111) და არც თანმიმდევრობით დაალაგოთ (123456).
  • სხვადასხვა ანგარიშისათვის განსხვავებული პაროლები გამოიყენეთ. 

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან?

  • ნუ გამოიყენებთ პერსონალურ მონაცემებს საჯარო Wi-Fi სარგებლობისას.
  • გამოიყენეთ რთული პაროლები და ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია
  • ნუ გაუზიარებთ პაროლებს, ბარათისა და ინტერნეტბანკის მონაცემებს სხვა პირებს
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე ონლაინ შემოთავაზებების მიმართ
  • გადაამოწმეთ მეილები, რომლებიც ვებბმულზე გადასვლას ან მიმაგრებული დოკუმენტის გახსნას გთხოვს
  • არ დაგავიწყდეთ სისტემიდან გამოსვლა
  • გაააქტიურეთ საბანკო საგანგაშო შეტყობინებები
  • რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი საბანკო ანგარიში
  • გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური საბანკო აპლიკაციები