შვიდი რჩევა მათ, ვისაც სურს ფინანსური წარმატების მიღწევა
ფინანსური წარმატების მიღწევა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა შესაბამისი თვითდისციპლინისა და სწორი ფინანსური აზროვნების წყალობით. ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. მართალია აღნიშნულ საქმეს გარკვეული დრო და შესაბამისი, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება. მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად. რადგან ფინანსური წარმატების მიღწევა, ნებისმიერი ამ ცხოვრებაზე ფხიზლად შემყურე ადამიანის ცხოვრებისეული გზის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ნაწილია. ამიტომ ამ პატარა ბლოგპოსტში, მსურს წარმოგიდგინოთ შვიდი ყველაზე გავრცელებული (საბაზისო საკითხების შემცველი) რჩევა, რომელიც თქვენ ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
შვიდი რჩევა ფინანსური წარმატების მისაღწევად
1. წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი წიგნი
ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სტანდარტული განათლების მიღების გარდა, საკუთარი თავის მუდმივი თვითგანვითარება, ახალი დამატებითი ცოდნის მიღება, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ზოგადი წიგნიერების დონის ამაღლება. ამ მხვრივ კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება. შესაბამისი ლიტერატურის კითხვა, ამის ყველაზე მარტივი გზაა. წიგნი გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ სხვის გამოცდილებაზე და შეცდომებზე. მაგალითად, გავიგოთ როგორ განვავითაროთ ესა თუ ის ბიზნეს იდეა. როგორ ვმართოთ საკუთარი ფინანსები, დრო, სხვა რესურსები და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, შევიძინოთ ცოდნა უამრავი მიმართულებით და თან მინიმალური დანახარჯებით. ამიტომ წიგნების კითხვა, უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი ფინანსური წინსვლის გზაზე.
2. დასახეთ თქვენი ცხოვრების კონკრეტული მიზნები
ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია კონკრეტული ცხოვრებისეული მიზნების დასახვა. მანამ, სანამ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობთ გამდიდრებაზე და საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე. თქვენ ამის მიღწევა გაგიჭირდებათ, თუმცა როგორც კი თქვენ უბრალო ოცნებას კონკრეტულ (სხვათა შორის, სიტყვა კონკრეტული, ინგლისურად ასევე ბეტონს, მდგრადს ნიშნავს), ანუ მდგრად მიზნად აქცევთ და მის მისაღწევად გარკვეული ფინანსური ხასიათის ქმედებების ჩადენას და შესაბამისი საქმეების კეთებას დაიწყებთ (მიზნის მიღწევა კი, ყოველთვის შესაბამის ქმედებებს და აქტივობებს მოიაზრებს), ის რეალობად გადაიქცევა.
3. იცხოვრეთ ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში
ეს რჩევა ეხება ყველას, ვისაც სურს გამდიდრება და ფინანსური წარმატების მიღწევა. ფინანსურად წარმატებული ადამიანი ყოველთვის მოერიდება დახარჯოს იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა და პირიქით, მაქსიმალურად შეეცდება თავი აარიდოს გაუმართლებელ ხარჯებს. ვინაიდან სიმდიდრე პირველ რიგში, ფულთან დამოკიდებულების ფსიქოლოგიით განისაზღვრება. რა დროსაც ხარჯები ყოველთვის უნდა იყოს გონივრული და შესაძლებლობების ფარგლებში მოქცეული და არასოდეს აღემატებოდეს შემოსავლებს.
4. აწარმოეთ პირადი (ოჯახის) ბიუჯეტი
სიტყვა ბიუჯეტის გაგონებისას, ჩვენ რათქმაუნდა პირველ რიგში, გარკვეული ოფიციალური დოკუმეტაციის წარმოების საჭიროებას წარმოვიდგენთ. ეს ტერმინი ხომ უფრო მეტად ბიზნესის სფეროდან არის და რატომ უნდა მოვექცეთ ჩვენ საკუთარ ფინანსებს როგორც ბიზნესს? არადა, მარტივი ჩანაწერების და გამოთვლების წარმოების გზით, შესაძლებელია სხვადასხვა არამიზნობრივი ხარჯების მოძიება და შემცირება. დანაზოგებისთვის აუცილებელი თანხების დადგენა და ფულის მოძრაობის დინამიკის განსაზღვრა და ა.შ. ერთი სიტყვით ბიუჯეტის წარმოებისას, თქვენ მეტად ინფორმირებული ხდებით საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე.
5. აწარმოეთ ფულადი დანაზოგები
ფულადი დანაზოგების წარმოების პრაქტიკის გარეშე, შეუძლებელია ფინანსურ წინსვლაზე და გამდიდრებაზე საუბარი. რა თქმა უნდა, მხოლოდ დანაზოგების წარმოებით და ფულის შეგროვებით, თქვენ სწრაფად ვერ გამდიდრდებით. თუმცა ეს პრაქტიკა, საბოლოო ჯამში, ნამდვილად დაგეხმარებათ ფინანსური თვითდისციპლინის გაწვრთნაში და სწორი ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებაში. რაც თავის მხრივ საწინდარია იმისა, რომ მომავალში თქვენ აუცილებლად გახდებით ფინანსურად წარმატებული ადამიანი. რაც მთავარია, დანაზოგების წარმოება, აუცილებელია პირველადი კაპიტალის შესაქმნელად (რომელსაც თქვენ უკვე შემდგომ საინვესტიციო მიზნებზე მიმართავთ).
6. ამუშავეთ თქვენი ფული
ფულადი დანაზოგების წარმოება ძალზედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პროცესია ფინანსური კეთილდღეობის გზაზე. ამავე დროს, ფულის უბრალოდ შეგროვება და უმოქმედოთ შენახვა, საბოლოო ჯამში მაინც არ არის მიზანშეწონილი. რადგან, დროთა განმავლობაში (ზომიერი ინფლაციის პირობებშიც კი), ფულის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება. მოკლევადიან პერიოდში, ეს არც თუ ისე შესამჩნევია. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სერიოზული პრობლემაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენ ვერ იღებთ ვერანაირ დამატებით შემოსავალს ასეთი დანაზოგიდან. ორივე პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა დანაზოგის ჭკვიანურად დაბანდება. ისე, რომ მან ნაკლები რისკის სანაცვლოდ, გარკვეული დამატებითი შემოსავალიც გამოიმუშაოს. პირველადი ინვესტიციის სახით, ალბათ ყველაზე მარტივი იქნება, დანაზოგის ანაბარზე განთავსება ბანკში. ხოლო, როდესაც თქვენ უფრო მეტად გაიწვრთნებით ფინანსურ საკითხებში, თქვენ შეძლებთ ინვესტიციის სხვადასხვა ვარიანტების განხილვასაც.
7. განახორციელეთ ინვესტირება საკუთარ განათლებაში
როგორც უკვე ვახსენე პირველ რჩევაში. ფინანსური წარმატების მისაღწევად და შესაბამისი შემოსავლის მისაღებად, საჭოროა მუდმივი თვითგანვითარება, განსაკუთრებით ფინანსური წიგნიერების განხრით. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ვისაც სურთ დამქირავებლის მიერ შემოთავაზებულ სამსახურში, გასამრჯელოს სანაცვლოდ მუშაობა. ასევე იმათთვისაც, ვისაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია საკუთარი განათლების, გამოცდილების და ცოდნის შესაბამის დონეზე აყვანა, თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება და მუდმივი თვითგანვითარება. ამ მხვრივ ფულის საკუთარ თავში დაბანდება (ინვესტირება), ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ნებისმიერი დამატებითი კურსის, სემინარის, ტრენინგის გავლით ან წიგნის წაკითხვით, თქვენ სულ უფრო უახლოვდებით თქვენს მიზანს. ამიტომ არ დაიშუროთ ფული საკუთარი განათლებისთვის და თვითგანვითარებისთვის.
და ბოლოს, მინდა დავამატო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამ პატარა ბლოგპოსტის (და არა მხოლოდ ჩემი ბლოგპოსტის. არამედ ნებისმიერი სხვა ავტორის, მსგავსი თემატიკის ბლოგპოსტის, სტატიის ან წიგნის და ა.შ.) წაკითხვის შემდეგ. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, ახალი ცოდნისა და შესაბამისი უნარ-ჩვევები შეძენის საჭიროებას. ამ ყოველივეს შემდეგ კი, თქვენ შესაბამის მოქმედებებზე გადახვალთ.
გისურვებთ წარმატებებს.