კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მომხმარებელთა უფლებები

მომხმარებელთა უფლებები

1583
5 / 5

1983 წლის 15 მარტი - ეს თარიღი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ამ დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. რას უფლება შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელს? როგორ უნდა მოიქცეს ის, თუ მისი უფლებები დაირღვევა? ამ ყოველივეს შესახებ ინფორმაციას მე მოგაწვდით.

მომხმარებლის უფლებები

შეიძლება არ გქონდეთ ინფორმაცია, თუმცა თქვენ არაერთი უფლება გაქვთ, როგორც მომხმარებელს. აუცილებელია, რომ იცოდეთ ისინი, რადგან რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ და მიიღოთ ფინანსური პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია. რაში დაგეხმარებათ ეს ყოველივე? გადაწყვეტილება მარტივად მიიღებთ, რადგან გაეცნობით პროდუქცის მახასიათებლებს, პირობებს, უპირატესობებს, ამავდროულად, შეძლებთ, ის შეადაროთ ალტერნატიულ ვერსიებს.

თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ხელშეკრულების ნიმუში, სანამ ხელს მოაწერთ. როგორ უნდა მოიქცეთ სესხს აღების ან დეპოზიტის შექმნის დროს? აუცილებლად უნდა მოითხოვოთ დოკუმენტის ნიმუში და გაეცნოთ პირობებს დეტალურად. ხშირად ამ ხელშეკრულების მოცულობა საკმაოდ დიდია, თუმცა თქვენ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ იმდენი დრო, რამდენიც დაგჭირდებათ, რადგან თითოეულ ასპექტზე გქონდეთ საჭირო ინფორმაცია.

თქვენ გაქვთ უფლება, რომ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ფინანსურ პროდუქტზე ნებისმიერი შემოთავაზებული არხით. პანდემიის ფონზე ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენ შეგიძლიათ, ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ, თუ ეს ეხება ორგანიზაციებს. რაც შეეხება ბანკებს, მინიმუმ ერთი უფასო დისტანციური არხით თქვენ მოახერხებთ ინფორმაციის მიღებას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება არა აქტიური ოპერაციების წარმოებაზე, ეს ეხება მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებას.

შემდეგ უფლებას რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი უფასოდ. წელიწადში ერთხელ ხელშეკრულება, ხოლო ანგარიშის ბოლო 2 წლის ამონაწერი თვეში ერთხელ თქვენთვის უფასოა. გამონაკლისია დახურულ ანგარიშები, რომელთა ბრუნვაც 2 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა და ასევე ის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 2 წლის წინ დასრულდა.

თქვენ შეგიძლიათ, სესხის წინსწრებით დაფარვა მოითხოვოთ ნებისმიერ დროს. თუ რაიმე გრაფიკი გაქვთ და ფიქრობთ, რომ ეს არ გეხებათ, ცდებით, რადგან ეს ყოველივე ვრცელდება ამ შემთხვევაშიც. ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს თქვენი შენატანი და იმავე სამუშაო დღეს განახორციელოს სესხის წინსწრებით დაფარვა. თუ ის ამ ყოველივეს ვერ ახერხებს იმავე დღეს, შეუძლია, ოპერაცია განახორციელოს პირველივე შესაძლებლობებისთანავე, თუმცა თქვენ არ უნდა დაგაკისროთ საპროცენტო თუ სხვა გადასახადები.

თუ გსურთ, წინსწრების დაფარვის საკომისიო სესხის ხელშეკრულება გადაიხადოთ დარჩენილი ვადის მიხედვით, ესეც არ არის პრობლემა. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ სესხის ვადაზე ადრე გადახდა ფინანსური ორგანიზაციისთვის ხელსაყრელია, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან ამ ყოველივეს გამო ისინი დაგეგმილ სარგებელს ვერ იღებენ, თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ გადახდას, მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ჯარიმა დაგაკისროთ, გაითვალისწინეთ, ჯარიმის მოცულობა დამოკიდებულია დარჩენილ ვადაზე.

ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ, რომ არ გადაიხადოთ სესხის წინსწრებით დაფარვისთვის საკომისიო, თუ სესხის ვადამდე დაფარვა მან მოგთხოვათ, ან თუ მათ მნიშვნელოვანი პირობა შეცვალეს.

თქვენ კიდევ ერთი უფლება გაქვთ - მოითხოვოთ სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი. თუ წინსწრებით საწყისი ძირი თანხის 20%-ზე მეტს ან მინიმუმ 500 ლარს ფარავთ, თქვენ შეგიძლიათ, რომ მოითხოვოთ ახალი გრაფიკი. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციაც ორი ალტერნატივა მაინც უნდა შემოგთავაზოთ: თქვენ ან უნდა დატოვოთ სესხის თავდაპირველი შენატანები და შესაბამისად, შეამციროთ დარჩენილი სესხის ვადა, ან სესხის ვადა დარჩეს უცვლელი, ხოლო ყოველთვიური შენატანი შემცირდეს.

ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები

აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს ვალდებულები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. მათ უნდა შეგატყობინონ ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ მინიმუმ ერთი თვით ადრე და ეს პირადად უნდა გამოგიგზავნონ, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ჩაითვლება შეტყობინების მოწოდებად.

ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური კომუნიკაციის ნორმებით, როდესაც თქვენთან ურთიერთობას ამყარებს. მათ ვალდებულებაშია ისიც, რომ გამოგიგზავნონ შეტყობინება ვადაგადაცილების შესახებ დაწყებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

ამავდროულად, ორგანიზაციამ არ უნდა გააგრძელოს საკომისიოს დარიცხვა თქვენს არააქტიურ ანგარიშებზე, თუ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში არანაირი აქტივობა არ ფიქსირდება. ორგანიზაციამ უნდა გაგაცნოთ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ამომწურავად, ეს ყოველივე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.

რა უნდა გააკეთოთ პრეტენზიის შემთხვევაში?

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ სესხი, ისინი არ იჩენენ ყურადღებას პროცედურების დროს და ხელშეკრულებას დეტალურად არ ეცნობიან, ეს ყოველივე შემდგომში პრობლემებს იწვევს. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფინანსურ ორგანიზაციას, აუხსნათ თუ რომელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით და რატომ. ამ ყოველივეს გაკეთებას თქვენ არაერთი საშუალებით შეძლებთ, როგორც წერილობით, ელექტრონულად, ზეპირად ან სატელეფონო კომუნიკაციით. 

აღსანიშნავია, რომ თქვენ არ ხართ შეზღუდული დროის ჭრილში, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პერიოდია გასული აღნიშნული საკითხის წარმოშობიდან. რა ხდება შემდეგ? ფინანსურმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა დაადასტუროს თქვენი საჩივრის მიღება, ელექტრონულად ან წერილობით. ორგანიზაციას ექნება ერთი თვე ამ პრეტენზიის შესასწავლად, ამ პერიოდის შემდეგ, მათ უნდა გაცნობონ თქვენ საკითხის შესწავლის შედეგები, ხოლო როცა შესაძლებელია, გადაწყვეტის პირობებიც.

ალტერნატივა პრეტენზიის დასაფიქსირებლად

თუ თვლით, რომ თქვენს პრეტენზიას ფინანსური ორგანიზაცია ყურადღებას არ მიაქცევს, თქვენ შეგიძლიათ, პრეტენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში დააფიქსიროთ ცხელი ხაზის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რადგან სწორედ ის ზედამხედველობს დაქვემდებარებულ სუბიექტების მონიტორინგსა და ინსპექტირებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვას სწორედ ეროვნული ბანკი შეძლებს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეს ყოველივე არ არის მხოლოდ სიტყვები, არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა საჭირო ზომები მიიღო, მათ შორის 2017 წელს. შესაბამისად, თუ თქვენ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავთ, ისინი აუცილებლად იზრუნებენ, რომ გამოსავალი მოძებნონ, თუმცა, იმედია, ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდებით.