კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

კიბერთაღლითობისგან დაცვა და უსაფრთხოება ინტერნეტში

კიბერთაღლითობისგან დაცვა და უსაფრთხოება ინტერნეტში

2444
4.8 / 5

ერთ დღეს, პანდემიის პიკში, ჩემმა მარჯვენა ხელმა - ლეპტოპმა დაიძინა და გარდაუვალი აღმოჩნდა მისი შეკეთება. შესაბამისი ხელოსნის პოვნის შემდეგ, აუცილებელი გახდა მოწყობილობის მასთან დატოვება, ლეპტოპის, რომლის Desktop ფაილებში შენახული მქონდა სამუშაო მეილების, ელ-საბანკო ანგარიშების პაროლები და სხვა. გარდა ამისა, საიტებზე ჩამახსოვრებული იყო საბანკო ბარათები, მონაცემები და უამრავი პერსონალური ინფორმაცია. 

რა თქმა უნდა, ტელეფონის საშუალებით რაც მოვახერხე, ალბათ 40% არც კი, შევცვალე ზოგიერთი მონაცემი და პაროლი. 

მე საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, ხელოსანი კი კეთილსინდისიერი. თუმცა ამ დღის შემდეგ ვისწავლე, რომ:

1. არასდროს შევინახო პაროლები თუ სხვა პერსონალური მონაცემები სმარტფონში თუ Desktop-ზე, თუნდაც მხოლოდ მე ვიყენებდე, რადგან თავად ვხდი პირად ინფორმაციას მისაწვდომს ჰაკერებისთვის თუ ხელოსნებისთვის და "კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს";

2. სმარტფონზე გავააქტიურე ორმაგი screen lock ფუნქცია, sms უსაფრთხოება (ორფაქტორიანი უსაფრთხოება-მობილურზე მოსული კოდით), Bitlocker - ლეპტოპის დისკებზე (მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვინახავ პაროლებს) და 3D უსაფრთხოება საბანკო ბარათებზე; 

3. წავშალე ყველა ჩამახსოვრებული პაროლი და საბანკო ბარათი, მისამართი, როგორც საიტებიდან ასევე სოციალური მედიიდან და ყოველ ჯერზე გამოყენებისას ხელახლა ვავსებ მონაცემებს;

4. შევცვალე ელ-ფოსტების და Wifi-ის პაროლი, სმარტფონზეც და ლეპტოპზეც გავააქტიურე VPN (Virtual Private Network), შევიძინე ანტივირუსი, რომელიც ბლოკავს საეჭვო საიტებს და ჩამოტვირთვებს;

5. ელ-ფოსტის დრაივი ჩავანაცვლე  iCloud-ით და გავააქტიურე მნიშვნელოვანი ფაილების შესანახად. 

6. დავბლოკე ყველა მეილის ავტორი, რომელიც მიგზავნიდა მსგავსი შინაარსის ტექტსებს: 

  • "ვარ მარტოხელა მოხუცი, მაქვს უამრავი ქონება და პანდემიის დროს, მსურს ადამიანებს დავეხმარო. ერთ-ერთი შეგარჩიე შენ, მსურს გაჩუქო მილიონი დოლარი. გთხოვ, გამომიგზავნე შენი მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ტელეფონი".   
  • "თქვენ გუგლ ქრომის მე-00000 მომხმარებელი ხართ და მოიგეთ iPhone, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები, რომ მიიღოთ საჩუქარი".  
  • "ჩვენ ვიცით თქვენი მეილის პაროლი და გვაქვს თქვენი ეროტიკული ფოტოები თუ მითითებულ ვადაში არ ჩაგვირიცხავთ თანხას, ყველა თქვენს ახლობელს გავუგზავნით ფოტოებს".

პანდემიის პერიოდში, რადგან მთელი მსოფლიო, წამყვანი ორგანიზაციები ონლაინ მუშაობაზე გადავიდა, კიბერთაღლითებს კიდევ უფრო გაუმარტივდათ საბანკო ანგარიშებზე თუ პირად მონაცემებზე წვდომა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ინტერნეტ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, კიბერშეტევებისგან თავდაცვა და კონფიდენციალური ინფორმაციის 99%-ით მიუწვდომელ სივრცეში შენახვა მაინც. შესაძლოა მოწყობილობებზე უსაფრთხოების სისტემის გააქტიურება გარკვეულ ფინანსურ და დროის ხარჯთან ასოცირდება, მაგრამ წვრილმანების გაუთვალისწინებლობა იწვევს მსხვილმან პრობლემებს და შესაძლოა, გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ ზარალამდე მივიდეს ადამიანი, ინტერნეტ უსაფრთხოების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.