კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფული თაგვმა შემიჭამა

ფული თაგვმა შემიჭამა

1310
4.4 / 5

მე 1970 წელს დავიბადე, გაჭირვებულ და უსინათლო ქვეყანაში. მაშინაც იყო პატარ-პატარა ბანკები, მე ტანად პატარა მაგრამ დიდი კაცი ვიყავი. ბანკში ანაბრები მქონდა,ყოველთვე ვამატებდი და ერთ დღესაც მეუბნებიან გაიყინაო, თქვენი ანაბრები გაიყინაო. მას შემდეგ დავკარგე ყველაფრის ნდობა. მაშინ სად იყო სიტყვა მომხმარებელი, სად იყო  უფლებები ან ვინ ზრუნავდა მათ დაცვაზე. სიმართლე რომ ვთქვა არც ვიცოდით რა უფლება გვქონდა და არც არავინ გვეუბნებოდა.

ცვლილებები საბანკო სექტორში

მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯეროდა ბანკების, რკინის მანათობელი აპარატების და სწრაფმავალი მატარებლების რომლებსაც დღეს მეტროს უწოდებენ. ჩემი შვილიც კაი საქმიანი კაცი გამოდგა და თითქმის ყოველდღე დადის ბანკში. მიკვირს ან რა ვერ შეიტანა ან რა ვერ გამოიტანა ამდეხანს. იმ დღეს მეუბნებოდა ბანკში ანაბარი მქონდა რამდენიმე თვით გახსნილი და ბანკმა სარგებელი დამირიცხა, ხელი შემომაშველაო. გავოცდი, რა სარგებელი, ბანკში ფულს როგორ ინახავთქო ეგეც კი ვუთხარი.

“მამა ის დრო აღარაა, დღეს მომხმარებლებზე ყველა ფინანსური სექტორი ზრუნავს, მათი მთავარი მოტივი კმაყოფილი მომხმარებელია და თუ რაიმე გაურკვევლობა მოხდება პირველ რიგში, სწორედ თვითონ ორგანიზაცია ზრუნავს მის მოგვარებაზე, რადგან ,როგორც ვთქვი ფინანსური სექტორისთვის დღეს პირველ ადგილზე მომხმარებლის დაცვა და კმაყოფილებაა, ამასთან ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, ხოლო ფინანსურ ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა და ვალდებულება საკუთარი მომხმარებლის მიმართ” -  მითხრა ჩემმა შვილმა, რომელიც ყოველთვის კმაყოფილია ბანკში მიღებული მომსახურებით.

ამის მოსმენის შემდეგ ჩემს ბებერ გულს იმედი მიეცა, მეც მომინდა ბანკში წასვლა. მივედი თუარა კარებში ღიმილით შემომხვდნენ, გამომკითხეს რამ შემაწუხა, როგორ დამხმარევოდნენ. მეც ვუთხარი რომ ანაბრით ვიყავი დაინტერესებული. ამიხსნეს დეტალები თუმცა საბუთის გარეშე მაინც ვერ ვიჯერებდი და ვკითხე ოპერატორს თუ შეიძლება მაგალითის სახით რომ მაჩვენოთ ხელშეკრულება, რაიმე საბუთითქო. რა თქმა უნდა, თუ გნებავთ ასლს გაგიკეთებთ და სახლშიც გაეცანითო. დამიბეჭდა და იმედიანად გამომიშვა ბანკიდან.

სახლში ყველა პუნქტი კარგად წავიკითხე და ნდობით სავსემ გადავწყვიტე ძველი სახლის კედელში ნაგროვები ცოტაოდენი ფული ახლა უკვე ბანკში შემენახა. გავხსენი კედელი, ფულის მაგიერ ნამცეცები დამხვდა.

ფული თაგვმა შემიჭამა!

ახლა რაღას ვიზამდი, ვისთვის მეჩივლა?! მაშინ მივხვდი რატომ დადიოდა ამდენი ხალხი ბანკში. მივხვდი, რომ დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ადამიანები განვითარების სხვა საფეხურზე არიან , ქვეყანა წინ მიიწევს, ყველაფერს პატრონი ჰყავს და ისიც კი დავიჯერე რომ დღეს ბანკში ანაბრები აღარ იყინება.

რატომ ვენდობი ბანკს?

ახლა ჩემი მწარე გამოცდილებიდან ყველას ვურჩევ დროულად მიმართონ ბანკს, მიკვირს ასეთი რამ როგორ დამემართა, როცა ფულს კედელში ვინახავდი იმაზე კი არ მიფიქრია რომ ეს კედელი შეიძლება დაინგრეს, ათასი უბედურება ხდება, ბოლოსდაბოლოს სადღაც ჰაერში გამოკიდებულები ვართ. იქნებ მიწისძვრა ხდება, იქნებ მეწყერი ჩამოწვა, ვაი და ეს ჩემი ნაშენები სახლიც წამართვა და ის ჩემი ნაგროვები ფულიც, ისევე როგორც საზიზღარმა თაგვმა შემიჭამა. ვის მოვთხოვო პასუხი? აგერ ბანკი კი პასუხისმგებელია თითოეული მომხმარებლის წინაშე, მე რომ უკეთ მცოდნოდა როგორ იცავდნენ დღეს მომხმარებლებს ამ ზარალს ხომ არ მივიღებდი?! მაგრამ რავქნა, როგორც ზემოთ გითხარით მაშინაც მომხმარებელი ვიყავი როცა ასე დამაზარალეს და ხელიდან წამგლიჯეს ფულები, მაგრამ მაშინ ვინ ჩიოდა მომხმარებელს, ან იყო კი საერთოდ სიტყვა “მომხმარებელი?!” ახლა ჩვენ ვყოფილვართ ყველაფერი, მართალიცაა, ხალხის აზრი მარტო მეზობლისთვის კი არა ახლა დიდი ბიზნესებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ახლა რას ფიქრობთ თქვენ, მე რომ მოვყვები ჩემს თანატოლებთან, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ და ხან ლეიბის ქვეშ, ხან სარდაფში და ხან სად ინახავენ თანხას, ეგრევე ბანკში არ გამოიქცევიან?! მერე ისინიც სხვებთან მოყვებიან და ასე გავავრცელებთ ინფორმაციას, აი ალბათ ამიტომაა პირველ ადგილზე მომხმარებელი, მათ სიტყვას ხომ დიდი ძალა აქვთ ადამიანებზე. თავი რომ არ მოგაწყინოთ ერთ დასკვნამდე მივედი.

ბანკიც და მომხმარებელიც ვალდებული არიან ერთმანეთის მიმართ, რადგან არ უნდა დაირღვეს არცერთი მათგანის უფლება. ამიტომ როცა ხარ მომხმარებელი და გაქვს უფლება, ეს მარტო ფურცელზე არ უნდა ეწეროს და მხოლოდ სიტყვებად არ უნდა დარჩეს. ჩვენ პრაქტიკულად უნდა გამოვიყებოთ ჩვენი უფლებები და მივიღოთ მეტი ვიდრე გვთავაზობენ.

რაც შეეხება მომსახურების სფეროს და მით უფრო ფინანსურ სექტორს ჯერ მან უნდა დაიცვას საკუთარი მომხმარებლის უფლება, რადგან თითოეული მასთან მისული ადამიანი გარკვეულ კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდის საკუთარი თავის შესახებ, ეს ნამდვილად დიდი რისკია მაგრამ როცა სრულიად უცხო ადამიანი უცხო ორგანიზაციას ასეთ ნდობას გიცხადებთ, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა უფრო დიდია, ამიტომ თუ გსურთ წარმატებული მოღვაწეობა ასპარეზზე დაგვიცავით მომხმარებლები და ჩვენ დაგიცავთ თქვენ!