კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუმ ტრენერთა მორიგი ნაკადი გადაამზადა

კონკურსი
29-30 აპრილს ფინედუმ ტრენერთა მეორე ნაკადი გადაამზადა.

2 დღის განმავლობაში ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსური განათლების ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორებიცაა: 

  • ბიუჯეტირება,
  • დაზოგვა,
  • სესხები,
  • მომხმარებლის უფლებები და
  • ფინანსური უსაფრთხოება

გარდა ფინანსური განათლების საკითხებისა, ტრენერებისთვის გაზიარებული იყო ტრენინგის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

აღნიშნული ნაკადისთვის, ტრენინგის შეთავაზება ტრენერებსა და ტრენინგორგანიზაციებს“ პირველი ეტაპი ალტე უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარდა. მომდევნო საფეხურზე ტრენერებმა დამოუკიდებლად ან რომელიმე ორგანიზციასთან ერთად   უნდა ჩაატარონ მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც ცალკე ან სხვა საკითხებთან ერთად დაფარავს ფინანსური განათლების თემებს და განკუთვნილი იქნება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ ნებისმიერ პრიორიტეტული სეგმენტისათვის (ქალები, მიგრანტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ზრდასრულები, მოსწავლე-ახალგაზრდობა და ა.შ.).  

ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო ყველა რესურსს: ტრენინგ მოდულს, დამხმარე მასალებს, მონაწილეებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების მიწოდებას, ასევე, ამ ტრენინგის ინტელექტუალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ფინედუს გუნდი.

პროექტის დასასრულს  ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც ამოწმებს ტრენერის შესაბამის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ფინანსური განათლების კუთხით.

პროექტის მიზანია ქვეყანაში ფინანსური განათლების ინკლუზიურად გავრცელების პროცესის ხელშეწყობა.