კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოში ღია ბანკინგის მომსახურება ხელმისაწვდომია (თავსატეხი #6)

2021 წლის 31 მარტიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა ღია ბანკინგის საშუალებით კომერციული ბანკებს შორის მომხმარებლის მონაცემების მიოცვლა. მომხმარებლის თანხმბის საფუძველზე ინფორაციის გაზიარება ღია ბანკინგის განვითარების პროცესის მხოლოდ საწყისი ეტაპია და თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურებას ითვალისწინებს. რასაც საკმაოდ მალე მოჰყვება: გადახდის ინიცირების სერვისი, დისტანციური იდენტიფიკაცია, სტანდარტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სხვა. უახლოეს მომავალში მომხმარებლებისთვის ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას არასაბანკო ორგანიზაციებიც შეძლებენ, სერვისები კი იურიდიული პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 

იქამდე კი განვიხილოთ, რა არის ღია ბანკინგი, როგორ მუშაობს ის და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა აღნიშნული ტექნოლოგიიდან.

რა არის ღია ბანკინგი?

ღია ბანკინგი, ეს არის ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის საბანკო ინფორმაცია, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე გადაეცემა ღია ბანკინგის სისტემაში ჩართულ მხარეებს.  იმავდროულად, ის მომხმარებლის ფულადი სახსრების მართვის ახალი,  უფრო მარტივი და ეფექტური გზაცაა. 

ღია ბანკინგის განვითარების იდე კონკურენციის ზრდის ხელშესაწყობად გაჩნდა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ სამომავლოდ, მსგავსი  რისკების დასაბალანსებლად აუცილებელი იყო დიდი ბანკების გავლენის შემცირება და  კონკურენციის ზრდა. ამ იდეას კი საკმაოდ ეფექტურად შეუწყობდა ხელს ღია ბანკინგი.

დღეისათვის საკმაოდ კარგადაა განითარებული დისტანციური არხებით მომსახურება. შედეგად, მომხმარებლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა ეექტრონული არხების გამოყენებით. იმავდროულად, ამ ინფორმაციის მესამე პრებზე, მაგალითად, სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე  გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე (ამ სტატიის მიზნებისთვის, არ გაითვალიწინება კანონით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როცა ინფორმაციის გადაცემა ხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშეც, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე). ღია ბანკინგის მუშაობაც ანალოგიურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. 

როგორ მუშაობს ღია ბანკინგი?

არსებული მსოფლიო პრაქტიკით, ღია ბანკინგის განვითარება პირდაპირ კავშირშია ფინანსური ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების (შემდეგში - ფინტექკომპანიები) განვითარებასთან.

ღია ბანკინგის მუშაობა, როგორც ესი, დაკავშირებულია სამი ძირითადი მხარის თანაარსებობასთან:

  1. მომხმარებელი,
  2. ფინანსური ორგანიზაცია (მაგალითად, კომერციული ბანკი)  და
  3. დამატებითი მომსახურების მიმწოდებელი (პროვაიდერი), რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს როგორც ფინტექკომპანია, ისე კომერციული ბანკი.

ღია ბანკინგის მუშაობის სქემა  ასეთია: ფინანსური ორგანიზაციები, მომხმარებლის ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლისავე თანხმობით, გადასცემენ პროვაიდერებს. სინი კი, თავის მხრივ, ინფორმაციის კონსოლიდაციას ახდეენ და ასე აწვდიან მას მომხმარებელს.  ხშირად, სხვა, დამატებით მომსახურებებსაც სთავაზობენ.   

ღია ბნკინგის სისტემაში მომსახურების ძირითადი სტანდარტები, ასევე, ისტემის უსაფრთხოება, როგორც წესი, ქვეყნის მასშტაბით   შესაბამისი საკანონმდებლო ბაზითაა უზრუნველყოფილი. ხოლო კონკრეტულ პროდუქტებსა თუ მომსახურებას უკვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისინებით ამ სისტემაში შემავალი კომპანიები თავად ქმნიან და სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, ერთმა კომპანიამ შეიძლება, მომხმარებელს რამდენიმე ბნკის ინფორმაციის ერთ სივცეში კონსოლიდაციისა და ამ ბანკებს შორის ინფორმაციის მარტივად მიმოცვლის სერვისი შესთავაზოს. სხვამ კი დამატებით სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილების სერვისიც განახორციელოს და პირობითად, მომხმარებელს, რომელსაც სურს ამა თუ იმ პროდუქტის თუ მოსახურების შეძენა, მისცეს საშუალება, გადახდა განახორციელოს სხვადასხვა ბანკში არსებული ყველა ანგარიშის გათვალისწინებით. 

რის შესაძლებლობას იძლევა ღია ბანკინგი მომხმარებლებისათვის?

ღია ბანკინგის მომსახურება ფართოდ გამოიყენება ვროპის ქვეყნებში. ამიტომ ამ ტექნოლოგიების სარგებლიანობაზე საუბარი უმჯობესი იქნება, უკვე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განვიხილოთ. აი, რამდენიმე მათგანიც:

ღია ბანკინგის ერთ-ერთი სარგებელი  სერვისების გაერთიანების შესაძლებლობაა - მომხმარებელი, რომელიც რამდენიმე ბანკის მომსახურებით სარგებლობს, ღია ბანკინგის ტექნოლოგიით აერთიანებს მისთვის შეთავაზებულ მომსახურებას ერთ სივრცეში, მარივად ადარებს შეთავაზებულ პირობებს  და ირჩევს მისთვის ხელსარელს.

ღია ბანკინგის მეორე უპირატესობა ფინანსების მართვის გაიოლებაა. არსებული პრაქტიკით, ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული ფინანსების ანალიზის შესაძლებლობას სთავაზობენ. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯამური შემოსალებისა და ხარჯების შესახებ. რიგი შემოთავაზებების შემთხვევაში კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნახოს საკუთარი ხარჯების სტრუქტურა, დააკვირდეს, რაში ხარჯავს ყვლაზე დიდ თანხას, როგორ ნაწილდება მისი შემოსავლები, მისი შემოსავლის რა ნაწილი მიდის მისი ვადებულებების მომსახურებაზე და სხვა. მომხმარებელს აღარ დასჭირდება ფინანსური ინფორმაციის მისაღებად  თითოული ბანკის ინტერნეტბანკის გამოყენეა  ან ფილიალში მისვლა.  ღია ბანკინგი ქმნის ამ ნფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობა. 

ღია ბანკინგი ზრდის მომსახურების სისწრაფესაც - მაგალითად,  თუ მომხმარებელი გადაწყვეტს აიღოს სესხი იმ ბანკში, სადაც არ ფიქსირდება მისი  შემოსავალი, ტანდარტულად მას მოუწევს მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე ჩარიცხვების ინფორმაციის მოძიებ და სესხის გამცემ ბანკში მისი მიტანა. ღია ბანკინგი ამ პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. მომხმარებლის ნებართვის საფძველზე, შესაძლებელი ხდება  ერთი ბანკის მონაცემები ავტომატურად გაიგზავნოს მეორე ბანკში. 

არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ღია ბანინგი ხელს უწყობს  მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საფინანსო პროდუქტების რაოდენობის ზრდას. ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც ერთ სივრცეში ექცევა მომხმარებლის ინფორმაცია და მარტივდება მისი გაცვლა, გაზრდილი კონკურენცია ბიძგს აძლევს ფინანსურ ორგანიზაციებს, შექმნან ისთი პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად უპასუხებენ მომხმარებლის საჭიროებებს.

რის შესაძლებლობას იძლევა ღია ბანკინგი ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის?

მომხმარებლებისთვის შექმნილი სარგებლის გარდა, ღია ბანკინგს, არსებული პრაქტიკით, პოზიტიური ცვლილება შეაქვს ფინანსური ბაზრის განვიარებაშიც. კერძოდ, იზრდება კონკურენცია მომსახურე ორგანიზაციებს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მომხმარებლების მომსახურებისათვის, რადგან ფინანსურ ორგანიზაციებს უფრო მტი სტიმული უჩნდებათ საუკეთესო პირობები შეიმუშაონ მომხმარებლის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, გაზრდილი კონკურენცია ხელს უწყობს ფინანსური ექტორის გაჯანსაღებას, ასტიმულირებ ინოვაციებს, ახალისებს  სიახლეების დანერგვას. 

ამასთან, ღია ბანკინგის მხმარება და პოპულარიზაცია ასტიმულირებს ფინტექკომპანიების შექმნისა და ბაზარზე შესვლის პროცესს, რაც, თავის მხრივ,  ახალისებს არსებული მომსახურების მიწოდების გზების დახვეწასა და მომსახურების სახეების გამრავალფეროვნებას.

რა გამოცდილებაა ღია ბანკინგის დანერგვის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

დღეისათვის,  ღია ბანკინგში მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მომსახურების განმახორციელებელი 116 კომპანიაა ჩართული. მათი მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საბანკო ანგარიშების მონაცემების გაერთიანება, ბუღალტერიის წარმოება, ავტოსესხების მართვა, ბიზნესის მართვა, ბიზნესის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გადასახადების მართვა, საბარათე ლოიალობის პროგრამები, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ქულის დაანგარიშება, საინვესტიციო საქმიანობა, საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაყიდვა,  ფაქტორინი,  გადასახადები, ქონების მართვა, პირადი ფინანსების მართვა და სხვა.

სხვადასხვა ქვეყანაში ემოაღნიშნული სერვისები განსხვავებულადაა წარმოდგენილი, მაგალითდ:

ავსტრალიაში ღია ბანკინგის დანერგვა  2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყო. ამჟამად ამ სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად ჩართულია ინფორმაციის მიმღები 6 ფინტექკომპანია. მოსახლეობის გამოკითხვით,  ღია ბანკინგით ხელმისაწვდომ მომსახურებას შორის ყველაზე პოპულარულ მომსახურებად შემოსავლებისა და ხარჯების სისტემატიზაციის შესაძლებლობა დასახელდა. ასევე, დასახელდა ბანკში კლიენტად დარეგისტრირების პროცესის გამარტივება და ანგარიშის გახსნის სიმარტივე.

ჩეხეთში, დანიასა და ესპანეთშიც გააქტიურდა ღია ბანკინგის მომსახურება. ამ ეტაპზე ღია ბანკინგით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს შემდეგი ტიპის მომსახურება:

  • პერსონალურ და ბიზნეს ანგარიშზე წვდომა;
  • საბანკო ანგარიშების მონაცემებზე (IBAN, ანგარიშის მფლობელის სახელი) წვდომა;
  • საბანკო ანგარიშების ნაშთებისა და ტრანზაქციების ხელმისაწვდომობა;
  • 90 დღიანი უწყვეტი წვდომა საბანკო ინფორმაციაზე ხელახალი ავტორიზაციის გარეშე.

დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის გააქტიურებამ მრავალი შესაძლებლობა და იდეა გააჩინა ამ მიმართულებით. ჩამოთვლილი პროდუქტებიდან და მომსახურებიდან ნაწილი უკვე დანერგილია, ხოლო ნაწილი შემუშავების პროცესშია, მაგალითად: 

  • ფულის მართვის სისტემა - საბანკო ანგარიშების ერთ სივრცეში გადატანა საშუალებას იძლევა უფრო არტივად იმართოს მომხმარებლის ფინანსები;
  • ფინანსური მრჩევლის მომსახურება - ღია ბანკინგს შესაძლოა მარტივად მიემაგროს ფინანსური მრჩეველის მომსახურება. რადგან ყველა შემოსავალი და ხარჯი ერთ სივრცეში ქნება, მარტივი გახდება მომხმარებლის პროფილის შესწავლა და ფინანსების სამართავად უკეთესი მეთოდების შეთავაზება;
  • ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობა - ღია ბანკინგის მეშვეობით გაერთიანებული საბანკო მონაცემები აშუალებას იძლევა ერთი საბანკო ბარათით ან თუნდაც ტელეფონის აპლიკაციით მოხდეს ანგარიშებზე არსებული თანხის განაღდება.

დიდ ბრიტანეთში არსებულმა მსხვლმა ბანკებმა ღია ბანკინგის დანერგვის საპასუხოდ სხვადასხვა მომსახურება დანერგეს. მაგალითად:

  • HSBC-მ ღია ბანკინგისადმი არსებული მოთხოვნების საპასუხოდ შეიმუშავა აპლიკაცია სახელწოდებით "connected money", რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში იხილონ საბანკო ანგარიშები, სესხები,როგორც იპოთეკური, ისე სამომხმარებლო.
  • Barclays-მ მომხმარებლებს ინტრეტნეტბანკის აპლიკაციაში სხვა ბანკის ანგარიშების გაერთიანების და ერთიანი მართვის საშუალება მისცა.

ინფორმაცია ღია ბანკინგში ჩართული ქვეყნებისა და მათი მომსახურების შესახებ აღებულია საიტიდან https://openbankingusecases.com/ 2021 წლის 2 ივნისის მდგომარეობით

რა ეტაპზეა ღია ბანკინგი ამჟამად ქართულ ბაზარზე?

საქართველოში ბაზრის მიერ შექმნილია ღია ბანკინგის ერთიანი სტანდარტი,  რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ კომერციულ ბანკებს უწესებს ღია ბანკინგში ჩართვის წესებს. ხოლო ფინანსური პროდუქტებიდან ამ ეტაპზე ღია ბანკინგისათვის ხელმისაწვდომია მიმდინარე ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მომდევნო ეტაპებზე თანდათან გაფართოვდება როგორც ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტები, ისე ფინანსური ორგანიზაციების სპექტრი. უახლოეს ეტაპზე მაგალითად,  გათვალისწინებულია ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება. 

რაც ეეხება კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება მომხმარბლებისათვის ღია ბანკინგის ტექნოლოგიის გამოყენებით, უკვე სრულადაა დამოკიდებული ფინანსური ტენოლოგიების მომწოდებელი კომპანიების შესაძლებლობებსა და ბაზრის მოთხოვნებზე. თავად ფინტექკომპანიების გააქტიურებისთვის კი, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ადაპტირებაა საჭირო. ასე რომ, ამ იმართულებით უახლოეს პერიოდში მრავალი ცვლილებაა მოსალოდელი. მომხმარებლები  კი ახალი ინოვაციური და კომფორტული სერვისების შეთავზებებს უნდა დველოდოთ.