კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსში მონაწილე კომენტარები და მათი ავტორები

კონკურსის "ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში" ფარგლებში, საკონკურსო პოსტზე სულ შემოვიდა 88 ავტორის 108 კომენტარი, მათგან კონკურსის პირობებს აკმაყოფილებდა 32 ავტორის 39 კომენტარი. ეს ავტორები და კომენტარებია:

 

Lizi Tvinadze 

ჰერმან მელვილის ნოველა ,"მობი დიკის" პერსონაჟის, კაპიტანი აჰაბის, გონება ფულზე ფიქრით არ არის მოცული, მაგრამ მისი გატაცება ვეშაპის განგმირვით იძლევა შესაბამის მეტაფორასა და გაფრთხილებას სწრაფვაზე, რომელიც შენს ემოციებს გონების მაღლა აყენებს. აჰაბი შურისძიებისკენ არის მიდრეკილი. ზღვის მხეცის დევნის პროცესში მისი გაუმაძღრობა ნელ-ნელა იმატებს და საბოლოოდ მთლიანად მოიცავს მას. საუბედუროდ, ბევრი ინვესტორი, საწყალი აჰაბის მსგავსად, გამუდმებით ისწრაფვის ,,რაღაც დიდისკენ". თეთრი ვეშაპი მათ ცხოვრებაში მიუწვდომელი აქციის სახით ჩნდება, რაც მომავალში ანადგურებთ. ისინი შეპყრობილნი ხდებიან ამ აქციით. საწინააღმდეგო რჩევები შეჩერების მაგივრად კვებავს მათ შეშლილ წყურვილს. ამ ,"დიდი წარმატებისკენ" ფრთხილად უნდა იარო, თორემ შესაძლებელია, ფეხის მაგივრად თავი დაკარგო. თავის პროთეზი კი არ არსებობს.

Frances Ha 

ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენში" თვითონ მარტინ იდენსა და რუთს (მის "საცოლეს") შორის არის ასეთი დიალოგი, როდესაც რუთი მარტინს აღფრთოვანებული უყვება მამამისის ძალიან მდიდარი მეგობრის ისტორიას: ეს კაცი მთელი მისი ახალგაზრდობა მუშაობდა და ამიტომ არის ახლა ასეთი მდიდარიო. მარტინი, რომელიც თვითონაც ბევრს შრომობს, თუმცა განათლებისა და საყვარელი ადამიანისთვისაც იცლის, პასუხობს თუ ახალგაზრდობაში ვერაფერი შევირგეთ, სიბერეში რათ გვინდა სიმდიდრეო. ზოგადად, ჯეკ ლონდონის ყველა ნაწარმოებში ჩანს, რომ შრომა და ფინანსური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოოდ აუცილებლად ფასდება, თუმცა, ამ შემთხვევაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ შრომითა და მატერიალური სიმდიდრით ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება
 

Frances Ha 

ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი" - კრეატიული და გაბედული გონების პატრონი ყველაფრიდან გამოადნობს ფულს, მაგალითად სანაგვედან ამოღებულ ქონს საპნად გადაამუშავებს და მისი რეალიზაციით მიიღებს შემოსავალს ))

Frances Ha 

"

ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი" - მთავარი პერსონაჟი ფლობს შაგრენის ტყავს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით ფინანსური წარმატება სთხოვოს, სანაცვლოდ მის სიცოცხლეს შესაბამისი ოდენობის წლები აკლდება. დასაწყისში პერსონაჟს ჰგონია, რომ ერთხელ გამოიყენებს და სასურველის მიღწევის შემდეგ აღარ დასჭირდება, თუმცა ყოველ ახალ წარმატებას ახალი მოთხოვნილება მოაქვს, რის გამოც მთავარ გმირს სწრაფად აკლდება სიცოცხლის წლები და საბოლოოდ კვდება )) ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზღვარი ზომიერებასა და სიხარბეს შორის

გვანცა ყველაშვილი

"ჯაყოს ხიზნები"- მიხეილ ჯავახიშვილი

ერთ-ერთ მონაკვეთში ნათლად ჩანს ის, რომ ფინანსური დამოკიდებულება პიროვნულ თავისუფლებას/დამოუკიდებლობას ხელყოფს.

როცა თეიმურაზი ფინანსურად დამოკიდებული ხდება ჯაყოზე, აზრის მყარად დაფიქსირების უნარს კარგავს. ის იწყებს დახლიდარობას ჯაყოს სურვილისამებრ, არადა ბევრად დიდი პოტენციალი და ცოდნა გააჩნია, რომელსაც პრაქტიკაში ვერ იყენებს. რჩევა????ყოველთვის ეცადეთ იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელნი, რათა არ შეიზღუდოს თქვენი პიროვნული თავისუფლება და არჩევანი.

 

Nino Lomidze

"ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა, მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა, მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა, მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული."

ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივი გონიერი მხარჯველია,მას წინასწარ აქვს პირადი ბიუჯეტი გათვლილი, დანაზოგსაც აკეთებს და ქველმოქმედებასაც ეწევა.

ჯაჭვაძე მარიანა

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” არის წიგნი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს, თავისი იდეის, ავტორის მინიმალისტური წერის სტილისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ამ ნაწარმოებში ვხვდებით ციტატას “ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ფულით რომელიც არ გვაქვს, რათა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე,რომლებიც არ მოგწონს.”

ვფიქრობ იდენტური მდგომარეობაა დღევანდელ სამყაროში, რადგან ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რაც უფრო მდიდრული სამოსი აცვია,მობილური უკავია, მანქანა ჰყავს, ის უფრო მეტად მიმზიდველი და სასურველი პიროვნებაა,ამიტომ იმ ფულს რომელიც შეიძლება უკეთესი მიზნებისთვის მოიხმარონ ამ ყველაფერში ხარჯავენ,მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს თავი მოაწონონ. ფინანსებს უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში,თუმცა უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ ის რაციონალურად, საკუთარი თუ სხვისი კეთილდღეობისთვის.????❤️

 

Mos Eri

"ნებისმიერი მიზნის ათვლის წერტილი – სურვილია, რაც უფრო მეტად გინდა, მით უფრო წარმატებული იქნება შედეგი" ნაპოლეონ ჰილის ნაშრომი”იფიქრე და გამდიდრდი”. იმისათვის რომ რაღაც შედეგს მიაღწიო,უნდა გქონდეს სურვილი და საკუთარი ძალებისადმი რწმენა.ადამიანის წარუმატებლობა სწორედ მისივე სიზარმაცის ბრალია.ჩემი აზრით ეს წიგნი არის საუკეთესო საშუალება რო ადამიანმა სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები,შეეძლოს საკუთარი ცოდნის სწორი გამოყენება და საბოლოოდ წარმატებას მიაღწიოს.

"ამბობენ, ფულში არ არის ბედნიერებაო, არადა სწორედ ფულზეა დამოკიდებული ჯანმრთელობა, სიამოვნება და სულის სიმშვიდე". ეს ციტატაც ძალიან მომწონს და არ შემეძლო არ დამეწერა????

 

Tamuna Ordenidze

ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა.ფინანსების მართვის თემაზე პირველად ეს ციტატა მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან ,"დათა თუთაშხია". ჯამაგირი, ჩვენს თანამედროვეობაში ჩანაცვლებული სიტყვით - ხელფასი, საკმარისი იშვიათად არის, ადამიანის ბუნება კი ასეთია, რაც მეტი შემოსავალი გაქვს, მეტი გინდა და გჭირდება, თუმცა ამ მეტის და მეტის გამომუშავება ყოველთვის მხოლოდ ჩვენზე როდია დამოკიდებული, შესაბამისად, უნდა შეგვეძლოს ფულის მენეჯმენტი, ფულის სწორად განაწილება, არ უნდა ვხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გამოვიმუშავებთ.

Nana Katsadze

ალექსანდრე ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალში" არის ეპიზოდი, როცა ბურატინო მონეტებს იშოვის , ახალშეძენილი მეგობრების მელა და კატის რჩევით ფულის გასაბევრებლად მიწაში ჩაფლავს. მეგობრები თავისთავად, მოპარავენ ამ ფულს და გამდიდრების ნაცვლად რაც ებადა,იმასაც კარგავს.

სწორედ ეს განდიდების მანიაა რომ ღუპავს ხალხს, არ ხდება რისკების ანალიზი, წყაროს სარწმუნოობის გადამოწმება,გინანსური ინსტიტუტის სტაბილურობის შესწავლა და ფერადი, ლამაზი ფრაზებით თავბრუდახვეული კარგავენ ბოლო თეთრებს.

მორალი: უფასო ფული არ არსებობს! ????

 

Anano Saginashvili

ლია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება არის გამოხატულება პოეტის სულში ჩაღვრილი იმ განუზომელი სიყვარულისა, ფიქრისა,სიკეთისა ქართველი ხალხის მიმართ,რომელიც მდიდარია ცხოვრებისეული მაგალითებით, მათ შორის მრავლად გვხვდება ფინანსური გაკვეთილებიც.

ილია ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანში" ვხვდებით ერთ-ერთ ფინანსურ გაკვეთილს:

,,ლევანსავით ურმებს ხომ ქირაზედ არ გავგზავნი,თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირცხვენ! სომეხი ხომ არა ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო. თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახისა და გვარის შვილი."

ამ მცირე მონაკვეთში შეინიშნება იმ დროში არსებული ფინანსური განათლების ნიშნები და ფინანსური განათლების,მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენება აქტივის დასაგროვებლად და ფინანსური პრობლემების გადასაწვეტად, რაც იმ დროისთვის სირცხვილად მიიჩნიეს ნაწარმოების პერსონაჟებმა,ფინანსური განათლების არარსებობის გამო.

 

Maia Markarashvili

თამთა მელაშვილის "შაშვი, შაშვი, მაყვალის" მთავარი გმირი, ეთერი, გვიყვება რა თავის ცხოვრებაზე, რამდენჯერმე იმეორებს, რომ მუდმივად ემზადება მომავლისთვის და შემოსავლების ნაწილს მუდმივად ზოგავს. მის თხრობას სულ გასდევს ხაზი, რომ აქვს იმდენი დანაზოგი, რომ თავი მშვიდად იგრძნოს. და ნაწარმოების დასასრულსაც, როცა მკითხველს საფიქრალად რჩება, მაინც რას იზამს, რა არჩევანს გააკეთებს და როგორ განაგრძობს ცხოვრებას - ერთი რამ ცხადზე ცხადია, ის იმ მომენტისთვის ფინანსურად მყარად დგას ფეხზე და ფინანსური პრობლემები მისი გადაწყვეტილების თავისუფლებაზე ნამდვილად არ იმოქმედებს. ფინანსური გაკვეთილი, რომელსაც ეს წიგნი გვიზიარებს შემდეგია: „თუ შემოსავლების ნაწილს დავზოგავთ, ეს ჩვენს ფინანსურ დამოუკიდებლობას და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალებას მოგვანიჭებს“.

მაია ბურდიაშვილი

გურამ დოჩანაშვილის რომანი "სამოსელი პირველი" არის ფინანსებთან ურთიერთობის საოცარი ნაწარმოები.აქ ვხვდებით კაპიტალის მიმართ დაუდევარ დამოკიდებულებას და მის უარყოფით შედეგებს. მიუხედავად იმისა,რომ ეს ნაწარმოები ეხება ადამიანთა ცხოვრების და არსებობის სხვადასხვა მხარეს,საყურადღებოა ფინანსების,კაპიტალის სწორად დაგროვებისა და გამოყენების კუთხითაც. მთავარი პროტაგონისტის დომენიკოს დაუდევარმა დამოკიდებულებამ თავის სიმდიდრეს თან და კერძოდ ფულთან სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.

Natalia Kapanadze

ჯორჯ კლეისონი ბაბილონის ყველაზე მდიდარი ადამიანში არის ციტატა

ოქრო სიხარულით და მზარდი რაოდენობით მიდის ნებისმიერ ადამიანთან, ვინც გადადებს საკუთარი შემოსავლებიდან არანაკლებ ერთი მეათედისა, რათა შექმნას სამკვიდრო თავისი მომავლისა და მისი ოჯახისათვის.

მოკლედ ყველას უხდი გადასახადებს შენი თავის გარდაო, მეათედი ყოველთვის გადადე ხელფასიდან / მოგებიდან და საუკეთესო ინვესტიციაა

Giorgi Jebashvili

რობერტ კიოსაკი - მდიდარი მამა, ღარიბი მამა. წიგნში, ავტორი ფოკუსირებას ახდენს 2 ძირითად ასპექტზე: პირველი, ფულის მნიშვნელობაზე სწორი ფიქრის ჩამოყალიბება, რაშიც დაზოგვა და ფულის სწორად გამოყენება იგულისხმება. ავტორი გვეუბნება, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად უფრო მეტს ვხარჯავთ ძვირადღირებულ ნივთებზე, თუმცა, ცხოვრებაში უფრო მეტის გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია ფული გამოვიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი დამატებითი ფულის საშოვნელად, შესაბამისად, ძვირადღირებულ ნივთებზე ხარჯვა უნდა შევწყვიტოთ და დავზოგოთ ჭკვიანური ინვესტიციების განსახორციელებლად. „ you need to use money as a tool to make more money“. და მეორე, სიმდიდრე უზრუნველყოფს თავისუფლებას, რადგან ფულით შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა გააკეთო ან უარი თქვა რაიმეს განხორციელებაზე.
 

Dito Joxadze

ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი დათა თუთაშხია არის უდიდესი ცხოვრებისეული გაკვეთილი,მათ შორის ფინანსური კუთხითაც.დაუღალავი ბრძოლა ბოროტების წინაამღდეგ,ღირსეული მოქმედებების კრებული დაუძინებელ მტრებს შორისაც კი...,,ძმებს" შორის გამართული აუცილებელი ცხოვრებისეული შეჯიბრი,კარგად გამოკვეთილი მანკიერი ფულის სიყვარული, რომლის გამოც ადამიანები თავს და ყველაფერს ჰკარგავენ(1.ყანდურის და კოსტას ბრილიანტის გამო ბრძოლა - საერო და სასულიერო პირი ძვირფასი ნივთის გამო თავს ჰკარგავენ და საკუთარ ცოდვაში იმარხებიან 2.კიკუს ეპიზოდი,ახალგაზრდა გოგონა ფულის გამო ღირსებაზე უარს ამბობს),დაყავი და იბატონეს პრინციპის 100%ნი ეფექტურობა და იმის წარმოჩენა,რომ ვისგანაც არ ელოდები,ყველაზე მეტად ის გტკენს გულს.ოჯახი სიწმინდე - სწორ ფასეულობებზე გაზრდილი ბავშვი უდიდესი ფასეულობაა როგორც ოჯახისთვის,ისე ერისთვის"

Tamuna Todua-Gabrichidze

მე ძალიან მომწონს პატარა უფლისწულის "ფინანსური გაკვეთილები" )))-- თუ შენ დაინახავ სახლს და ვინმეს მოუყვები რომ დაინახე ლამაზი სახლი წითელი აგურებით და სახურავზე მტრედებით, ვერაფერს გაიგებენ, მაგრამ თუ ეტყვი რომ დავინახე სახლი რომელიც 100000 ღირს, ეგრევე წამოიძახებენ- უი რა მაგარი სახლი ყოფილაო
 

Madona Gogitidze

სულხან-საბა ორბელიანის იგავი "ძუნწი და ოქრო": ერთმა კაცმა ოქრო ნახა და მიწაში დაფლა. მეორე კაცმა მოთხარა დანახული ადგილი, ოქრო წაიღო და ლოდი დამარხა. როცა ოქროს დამმარხველმა ლოდი ნახა დამარხული, დაჯდა და ტირილი დაიწყო. მეორემ რომ მტირალი ნახა, უთხრა: "ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში გინდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!" " "სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ კეთილად, ანუ არ დახარჯავო!" იგავი გვასწავლის, რომ შენახულ განძს სწორად მოხმარება სჭირდება!
  

Maia Markarashvili

რეზო ინანიშვილის მოთხრობა „ლამაზი ცრემლები“ გამახსენდა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფინანსური საკითხი უბრალოდ მორალის, ადამიანობის და კაცობის გამოხატულებაა, მაგრამ მაინც ამ კუთხითაც გვიტოვებს საფიქრალს. პაპის ვალდებულებას, რომელსაც შეშის დასაჭრელი თანხა ისე მისცეს, რომ საქმე არ ჰქონდა დასრულებული, შვილიშვილი კისრულობს, რითიც პაპის ანდერძსაც ასრულებს და საკუთარ ვალდებულებასაც. ფინანსების კუთხით თუ ვიფიქრებთ, შეიძლება სესხების ანალოგიაც გამოვიყენოთ, თუ გავიხსენებთ, რომ სესხიც ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებაა და პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა შესრულდეს, მათ შორის, მემკვიდრეებზე გადაცემადი ვალდებულებაც კია. და თუ ჩვენც აღგვაფრთოვანებს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიკვდილის წინ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე იფიქროს, ალბათ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ფასეულია ეს განცდა - რასაც ვკისრულობთ, უნდა შევასრულოთ კიდეც ????

Tamuna Meskhi

"ვეფხისტყაოსანში" გვაქვს არასწორად ხარჯვის მსუყე მაგალითი: ქვეყნის ახალი მმართველი თავისი კურთხევის ცერემონიალზე ხალხს ოქროს აყრის თავზე (მათივე გადახდილი გადასახადებიდან) და ასე აპირებს მათი ერთგულების მოპოვებას (იმედია, ისინი არ დაგოიმდებოდნენ :)))
 

Seso Eragia

როდესაც ლიტერატურაში ფინანსებზეა საუბარი, პირველი ჯონ სტაინბეკის ნაწარმოები მახსენდება. ,,ფულზე რომ მიდგება საქმე, ზნეობის ჩვეულებრივი წესები შვებულებაში მიემგზავრებიან ხოლმე."

რომანი ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ აღწერს ადამიანის ფულისადმი დამოკიდებულებას. მთავარი პერსონაჟი - ითენი, მთელი რიგი ფინანსური უიღბლობების შემდეგ, ჩამოყალიბდა ღარიბ, მაგრამ პატიოსან ნოქრად. ითენს თავისი პროფესია დამამცირებლად მიაჩნია. სრულიად უმსგავსო საქციელით, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა გამდიდრებას მოჰყვება არა მოსალოდნელი უზრუნველი ცხოვრება, არამედ მღელვარება და დანაშაულის შეგრძნება. ფინანსური კეთილდღეობა, ითენს ვერ მოუტანს ბედნიერებას. აღნიშნული ნაწარმოები მაგალითად უნდა იქცეს მკითხველისთვის, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს არაკეთილსინდისიერად მოპოვებულ ფულსა და სუფთა სინდისს შორის. ,,ფულს განა მარტო გული აკლია, პატიოსნებაც არა აქვს.“

 

Nino Papashvili

ეკატერინე გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა".ამ ნაწარმოებში ყველაზე მკაფიოდ სჩანს,ფინანსური საკითხის რაობა. ბევრის მთქმელია,დღიურ ლუკმისთვის,საწვრილმანოსთვის, ტომარა ფქვილისთვის დედის თავდაუზოგავი შრომა.
  - 

Khatuna Tkeshelashvili

ჩემს შვილებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს ვუკითხავდი და მოთხრობაში " ადიდებული მდინარის ხმები " კარგად ჩანს ფინანსური პრობლემის გამო , ასტრონომობაზე მეოცნებე შიოს ,როგორ უწევს შრომა _ ოჯახის დასახმარებლად ... ალბათ , ბევრია ასეთი ოჯახები დღესაც და იყო წარსულშიც . ჩემი ოჯახის მაგალითის მოყვანაც შემიძლია ???? როდესაც მამა გარდაგვეცვალა , ჩემი ძმა 12 წლის იყო და მამის ხელობა ისწავლა , გამომუშავებული ფული ოჯახში შემოჰქონდა .მსგავსი მოთხრობები ბევრის მთქმელია ❤️
 

Gioiorgi Gelashvili

ვაკო დარჩია ,,სიკვდილთან დიალოგი" ეს წიგნი გვასწავლის ყველაფერზე და მათ შორის ფინანსებზე ციტატა ,,საერთოდ ხალხის მოთხოვნები მუდამ იზრდება, თუ კი ადამიანი არაადეკვატურად იყენებს ფულს ახლა, როგორც არ უნდა გაიზარდოს მისი შემოსავალი, ის ისევ არაადეკვატურად გამოიყენებს მას მომავალშიც, რამაც შეიძლება ადამიანი ტრაგიკულ შედეგებამდეც მიიყვანოს.
 

Nini Tsintsadze

"The love of gold often drives a man to terrible actions."

ჯორჯ ელიოტის რომანი-"სილას მარნერი",ნათლად გვიჩვენებს ფულის მანკიერ მხარეებს.

მთავარი გმირი-სილასი ახალ ცხოვრებას იწყებს მას შემდეგ,რაც საუკეთესო მეგობარი ეკლესიის ფულის მოპარვას დააბრალებს...

სილასი,უფლისადმი რწმენადაკარგული,სოფელში დაიწყებს ცხოვრებას,საკუთარი ხელობით;

თანდათანობით,მისთვის ერთადერთი ბედნიერების მიზეზი ოქროს მონეტები ხდება,იგი ყოველღამე ამოწმებს მათ რაოდენობას;არანაირი ურთიერთობა არ აქვს ადამიანებთან....მას შემდეგ,რაც მას გაქურდავენ სულიერად ნადგურდება, იგი უდანაშაულო კაცს დაადანაშაულებს,მაგრამ მალე მიხვდება საკუთარ შეცდომას.მის ცხოვრებაში გამოჩენილი კეთილი პიროვნებები,დაეხმარებიან მას ჭეშმარიტი ბედნიერების პოვნაში.

ავტორი გვიჩვენებს ხარბი ადამიანების მწარე აღსასრულსა და იმას რომ ფულს უბედურება უფრო მოაქვს,ვიდრე ბედნიერება.

NiNo Ananidze

ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ,, სწორედ ფინანსური პრობლემებისა და ამ პრობლემებისაგან წარმოქმნილი სირთულეების ასახვაა.სამწუხარო და ობიექტური სინამდვილე, სიკეთისა და ბოროტების ნათელი ჩვენება , საზოგადოების როლი , პიროვნული გულგრილობა, ინდივიდის ადგილი საზოგადოებაში და მთელი ეს განუკითხაობა სწორედ ფინანსურ ნიადაგზე აღმოცენებული. საუბედუროდ, დღემდე გადაუჭრელი პრობლემები. ნეტა რომელიმე საზოგადოება იქნება ამ პრობლემების გარეშე? ,,რა გითხრათ,რით გაგახაროთ?,,.

Nino Shelia

ემილ ზოლას ''ქალთა ბედნიერებას'' ფინანსური კუთხით თუ განვიხილავთ, აღმოვაჩენთ საკითხს, რომელიც დღესაც კი არ კარგავს აქტუალობას. პარიზში ჩნდება ახალი ჰიპერმარკეტი- "ქალთა ბედნიერება", რომელიც ერთიმეორის მიყოლებით შთანთქავს მცირე და კონსერვატიულ ბიზნესებს. სასოწარკვეთილი ტიპობრივი მოვაჭრე კონკურენციასთან გამკლავებას ისევ "ქალთა ბედნიერებაში" შეძენილი პროდუქციის კლიენტებისთვის დაბალ ფასად შეთავაზებით ცდილობს. ამას, რა თქმა უნდა, უარესი შედეგი მოყვება. ქალთა ბედნიერება განაგრძობს "მსხვერპლის" მონსტრივით შთანთქმას და ზრდას. ნაწარმოების ამ ჭრილში განხილვა წარმოაჩენს, რომ განვითარებისთვის საჭიროა მუდამ ძიება და ბრძოლა და კონკურენციის სასარგებლოდ გამოყენება. თანამედროვეობის ახალ გამოწვევებთან გამკლავება კი შესაძლებელია ახალი ღირებულებების დამკვიდრებით და არა არსებულის გაუფასურებით მიღებული სარგებლის მცდელობით.

Lizi Magnaradze 

ნაპოლეონ ჰილის "იფიქრე და გამდიდრდი" . წიგნი შენს წარმატებაზეა აგებული. მკვეთრად ჩანს ფინანსური მხარეც. ამ წიგნში აღწერილია თითოეული ნაბიჯი, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ საკუთარი თავი ფინანსურად ძლიერ ადამიანამდე. მე თუ მკითხავთ ავტორს უნდოდა, რომ ყველა ადამიანზე ყოფილიყო ეს წიგნი მორგებული. ამ წიგნმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ადამიანს თურმე ძალიან მარტივად შეუძლია გამდიდრდეს უბრალოდ ფიქრით, რომ დავფიქრდეთ "ადამიანის გონებაში მეტი ორო იმალება ვიდრე მიწაში"-ნაპოლეონ ჰილის სიტყვებია, რომელიც ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველთვის ვიყენებ.????
 

მარი კინწურაშვილი

სულხან-საბა ორბელიანის "ძუნწი და ოქრო" - "მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო? მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო". ეს კონკრეტული მონაკვეთი,ვფიქრობ, ორ ფინანსურ გაკვეთილს გვასწავლის. პირველი: ჩვენ უნდა შევქმნათ დანაზოგი "შავი დღისთის". ამით ფნანსურად მზად ვიქნებით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და მეორე: დანაზოგი აუცილებლად უსაფრთხო ადგილას უნდა შევინახოთ. ამისათვის საკმარისია ჩვენი დეპოზიტი კომერციულ ბანკში განვათავსოთ. ეს დეპოზიტი ავტომატურად დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სისტემით.

დიანა წურწუმია

ქართულ ლიტერატურაში ავარჩევდი ,,ჯაყოს ხიზნებს" , სადაც ნათლად ჩანს რამდენად საჭიროა ფინანსების სწორი წარმართვა...რის არ ცოდნამ ხევისთავი თეიმურაზი , რომელიც დიდი ქონების პატრონი იყო,ნასწავი უკიდეგანოდ , რომელსაც შეეძლო სხვებს დახმარებოდა თვითონ გახდა ყმა ჯაყოსი... რომლის კონტრასტული სახეა ,,ოთარაანთ ქვრივი" - ქალი , რომელიც კენჭებს იშველიებდა შემოსავლის გადანაწილებაში ( ქისებში) ...გლეხი , ქვრივი დედაკაცს შეეძლო თავისი ეკონომიკის სწორი წარმართვით სხვები ერჩინა...ჩავატარე ასეთი გაკვეთილი და ძალიან კარგი იყო..

Teo Tsirekidze

ემილ ზოლას ,,ქალთა ბედნიერება " გამოვარჩევდი. ძალიან კარგი მამოტივირებელია ვფიქრობ მისი მთავარი პერსონაჟის დენიზა ბოდიუს ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატების მოპოვება, როდესაც ის პარიზის ყველაზე დიდი მაღაზიის კონსულტატი გახდება. ბევრი დამცირების მიუხედავად ის ის მაინც ფეხზე წამოდგომას ცდილობს და საბოლოოდ მისი პატიოსნებით და შრომისმოყვარეობით თვით ჰიპერმატკეტის მფლობელს შეუყვარდება.. კაცი რომელიც იმ დროისთვის ბიზნესის და მარკეტინგის კეთების უბადლო ოსტატი იყო.

ამიტომ ერთერთი საუკეთესო რომანია ყველა კუთხით და ბევრჯერ მიჩნდება სურვილი გადავიკითხო

Alice Dodgson

ტომ სოიერი თავგადასავალი მშვენიერი მაგალითია იმისა რომ გამდიდრების სურვილი შეგიძლია კარგ თვგადასავალად აქციო და როცა მიზანს მიაღწევ, ადამიანად დარჩე და ძველებურად გააგრძელო ცხოვრება

Noko Tavberidze 

"მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი,იგიცა ვინ ორგულია, რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!" " უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია", "რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა“ "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

უხვი ახსნილსა დააბამს...

ძირითადი არსი,როგორი უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი, რათა ქვეყანა იყოს ძლიერი და განვითარებული,იგი უნდა იყოს უხვი,უნდა წყალობდეს ყველას,განურჩევლად მაღალი და დაბალი ფენებისა. ყველა უნდა ყავდეს მადლიერი,რათა სამეფოში იყოს მშვიდობა და ყველას ჰქონდეს სურვილი,ქვეყნის შიგნით შექმნას დოვლათი და აზრადაც არ მოუვიდეს საბოტაჟის გაწევა.

რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“

Noko Tavberidze 

„დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:

იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;

გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;

უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.“

ვაჭრობა, დავით გურამიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმაოდ ძნელი პროფესიაა,რომელსაც ცოდნა სჭირდება, თუ ბრძენი სიტყვით ირჩენს თავს, ვაჭარი- „შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა“

ვაჭრის წარმატების ფორმულა არის მოძრაობაში, არ უნდა შეეშინდეს რისკზე წასვლის, არ გაჩერდეს და შეძლოს ერთ ტალანტს ხუთი მოაგებინოს. ყველანაირად უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი სავაჭრო არიალი მოიძიოს, დაამყაროს კონტაქტები ბევრ ქვეყანასთან, მოიზიდოს ინვესტიციები.

რუსთაველი -„ვეფხისტყაოსანი“

Noko Tavberidze 

აღებ-მიცემობის, გაცვლა-გამოცვლის, მომეცი-მოგცემ ფილოსოფიის საუკეთესო ნიმუშია ქართული ხალხური ზღაპარი- რწყილი და ჭიანჭველა. ამავე აზრს ადასტურებს ხალხური ანდაზა -„მიმციას მომცია უნდაო,- ბიძიას ბიცოლა“

ღორო მომე ჯაგარი , შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო !...

მთელი ზღაპრის განმავლობაში ჩვენ თვალწინ იშლება მთელი აღებ-მიცემობის პალიტრა. სასურველ მიზანს რომ მიაღწიო და შენთვის ღირებული,ფასიანი ნივთი მოიპოვო, საჭიროა ბევრი შრომა,ვაგლახი...

 

Maia Markarashvili

ენიდ ბლაიტონის სერიიდან „ცნობილი ხუთეული“ წიგნში „ხუთეული განძის კუნძულზე“ ძია კვენტინმა ბავშვების ნაპოვნი ზარდახშა ისე გაყიდა და კუნძულ კირინის გაყიდვის ხელშეკრულებასაც ხელი ისე მოაწერა, რომ ფიქრობდა ხელსაყრელი გარიგებები დავდეო. შეთავაზებული ფასიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, საფიქრალიც არაფერი იყო. თუმცა, როგორც გაირკვა, ზარდახშაში საიდუმლო განძის რუკა იდო, განძი კი სწორედ კუნძულზე მდებარე სასახლეში იმალებოდა და რომ არა ბავშვების მოხერხებულობა, ეს გარიგება უდიდესი ფინანსური დანაკარგის მომტანი იქნებოდა. ამ ამბიდან კი ფინანსური გაკვეთილი შემდეგია: ყველა გარიგება/ხელშეკრულება მხოლოდ კარგად გააზრების და საჭირო ინფორმაციის მოძიების შემდეგ უნდა დავდოთ. გავთვალოთ შესაძლო სარგებელი და რისკები, დავფიქრდეთ რატომ გვთავაზობენ განსაკუთრებულად ხელსაყრელ შეთავაზებებს - იქნებ იმიტომ, რომ დიდ რისკებსაც უკავშირდება?

მარიამ ვეფხვაძე 

ასეთი წიგნი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე.

ნიკოლოზ გაბაონის"აივნიანი ქალაქი"ამ წიგნმა დამანახა თუ როგორ შეიძლება სრულიად უქონელი და გლახაკად ქცეული გახდეს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი და პირიქით,მდიდარი გადაიქცეს მათხოვრად .ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

თეო გიო

შენს სიცოცხლეში არ უნდა გაგიკვირდეს ადამიანების მძიმე მატერიალური მდგომარეობა ისევე ,როგორც მათი ,,გამდიდრება".ორივეს შემთხვევაში აუცილებელია გულისხმიერების,მადლიერების,სიკეთის და ზნეობის შენარჩუნება.

ვიქტორ ჰიუგოს ,,საბრალონი" ამ მიმართულებით სწორად წაგიყვანთ,დაგანახებთ როგორ უნდა იქცეოდეთ,როცა ფინანსურად შეზღუდული ხართ ან კიდევ პირიქით.როდესაც პერსონაჟები გავიცანი,ეს წიგნი ,,ადამიანურ" წიგნად გამოვაცხადე.

ხალხი ყოველთვის მიიწევს დიდი ფულისკენ.დიდი გულისკენ კი არავინ....

ფული ისე უნდა იშოვო-ზნეობა არ დაკარგო,ამიტომაა ძნელი.

Elmira Rezesidze

"ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში"ქართულ ლიტერატურაში ავარჩევდი ერთ-ერთ ნაწარმოებს "ჯაყოს ხიზნები"სადაც ნათლად ჩანს რამდენად საჭიროა ფინანსების სწორად მართვაა.

Irine Tvaradze

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოებში “დიდი გეტსბი” მთავარი გმირი მარტივი მარკეტინგული ხრიკით გვასწავლის, თუ როგორ გავყიდოთ ნივთი. ის მის წინ მჯდომს მარტივი მიზეზით უბიძგებს კალმის ყიდვას: პოტენციური მყიდველისთვის არასაჭირო ნივთს საჭიროებას უძებნის. გარდა ამ შემთხვევისა, ნაწარმოებში მძაფრადაა ასახული ფინანსური აღმავლობისა და დაღმავლობის ქარტეხილი და მასში დატყვევებულნი.
  

Maia Markarashvili

ქართულ ხალხურ ზღაპარში „ნაცარქექია“ დევი, რომელის ქონებაც ნაცარქექიამ მიითვისა, ფაქტობრივად თაღლითობის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რამდენად მოგვყვება ბავშვობიდან სიმპატიები ნაცარქექიას მიმართ, ფაქტი ფაქტია - ის სხვის ქონებას (შესაძლოა, იძულებითი, მაგრამ მაინც) თაღლითობის გზით დაეპატრონა. რატომ შეცდა დევი? ალბათ იმიტომ, რატომაც ხშირად ცდებიან ფინანსური თაღლითობის მსხვერპლნი - დაუფიქრებლად ენდო ნაცარქექიას ნათქვამს ისე, რომ არ დაუსვამს შეკითხვები ვინ იყო? საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ძალა? ან იქნებ იფიქრა, რომ უბრალოდ სწრაფად უნდა ემოქმედა? რეალურობაში თაღლითობის ისეთი სახეებიც გვხვდება, მომხმარებლის დევის სიტუაციაში ჩაგდებას რომ ჰგავს და სწრაფი/დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოწოდებას რომ აღძრავს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სიტუაციებში, რომლებიც ფინანსების მართვას უკავშირდება, აჩქარება/დაუფიქრებლობა ხშირად მაღალი საფრთხის შემცველია.
 

თეონა კაკაციძე

ფიოდორ დოსტოევსკის "მოთამაშე", წიგნი, რომელიც დაგაფიქრებს სიხარბეს და განდიდების მანიას რა შეუძლია მოგიტანოს. შესაბამისად გასწავლის, როგორ გაუფრთხილდე ოჯახის და პირად ბიუჯეტს