განცხადება
ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსის შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მომხმარებლის უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია. მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს როგორც საკუთარ უფლებებს, ასევე, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მათ მიმართ ეკისრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ახსოვდეთ, ვის შეიძლება მიმართონ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (შემდგომში - ფინედუ) წელს პირველად უერთდება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. მისი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, სს „ბაზისბანკი“-ს, სს „თიბისი ბანკი“-ს, სს „კრედო ბანკი“-ს, სს „ლიბერთი ბანკი“-ს, სს „საქართველოს ბანკი“-ს, სს „ტერაბანკი“-ს, სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“-ს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს, სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“-ს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“-ს - ჩართულობითა და მხარდაჭერით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალის კონკურსი ცხადდება 2 კატეგორიაში:
- კატეგორია „ბლოგი“ - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის;
- კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეოფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრებისათვის.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანი და კონკურსის სახელწოდებაა „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და ფეისბუქგვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში. ამასთან, დაუშვებელია ჟიურის შემადგენლობაში შემავალი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამარჯვებულად დასახელდეს იმავე ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი.
განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 15 მარტი, 2021 წ.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ნაშრომის მომზადება-წარმოდგენისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:
- ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას რომელიმე ერთ ან, კომბინირებულად, ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე თემაზე:
- მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები;- სესხები და/ან გონივრული სესხება და/ან სესხის ხელშეკრულება;
- ფინანსური უსაფრთხოება და/ან კიბერთაღლითობისგან დაცვა და/ან უსაფრთხოება ინტერნეტში;
- მომხმარებლების ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში;
- მომხმარებლის პრეტენზია ფინანსური სექტორის წარმომადგენლების მიმართ.
- ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
- კატეგორიაში „ბლოგი“ წარმოდგენილი ნამუშევრის ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 300 და არაუმეტეს 800 სიტყვას;
- კატეგორიაში „ვიდეო“ წარმოდგენილი ნამუშევრის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 და არაუმეტეს 90 წამს;
- ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისათვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან პროფესიული სეგმენტისათვის;
- ნამუშევარი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
- თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ციტირების სტანდარტები.
ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა და ვადა:
- კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს ფორმატის ქვემოთ მოცემულ პირობებს:
- კატეგორიაში „ბლოგი“ წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს Microsoft Word-ის ან PDF ფაილის ფორმატით;
- კატეგორიაში „ვიდეო“ წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს- H.264, MP4 ფორმატით; - კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@finedu.gov.ge და დაელოდოს მიღების დასტურს. იმ შემთხვევაში, თუ ფაილი მოცულობითია, ნამუშევრის გამოგზავნა რეკომენდებულია ნებისმიერი თავისუფლად ჩამოსატვირთი პლატფორმის (მაგ. www.wetransfer.com-ის) ბმულის საშუალებით. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემატური კონკურსისთვის“, ხოლო წერილის შინაარსში - თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სურს თავისი ნამუშევრის ფსევდონიმით გამოქვეყნება, წერილში ასევე უნდა მიუთითოს ფსევდონიმი);
- კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 მარტისა.
ნამუშევრების მიღების, განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები:
- შემოსული ნაშრომები ორგანიზატორის მიერ ჟიურის წევრებს გაეგზავნება ავტორის მიუთითებლად;
- ნამუშევრების განხილვასა და შეფასებას მოახდენს 12 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით:
- საქართველოს ეროვნული ბანკი,
- სს „ბაზისბანკი“,
- სს „თიბისი ბანკი“,
- სს „კრედო ბანკი“,
- სს „ლიბერთი ბანკი“,
- სს „საქართველოს ბანკი“,
- სს „ტერაბანკი“,
- სს „ფინკა ბანკი საქართველო“,
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“,
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“,
- სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ - შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
- საუკეთესო პრაქტიკული რჩევები;
- გადმოცემის ორიგინალური სტილი.
4. I ეტაპზე ჟიურის ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეირჩევა არაუმეტეს 40 ნამუშევარი, ამასთან, არაუმეტეს 20 ნამუშევარი თითოეულ კატეგორიაში. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს ამა თუ იმ კატეგორიის მასალები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი, თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;
5. I ეტაპის ფარგლებში გადარჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე: www.finedu.gov.ge და ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge, 2021 წლის 15 აპრილს. ნამუშევრები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად. ფინედუ იტოვებს უფლებას, ტექსტური ნამუშევარი გააფორმოს ვიზუალური ელემენტებით, საკუთარი შეხედულებისამებრ;
6. ნაშრომებსა და მათ ავტორებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ I ეტაპის შერჩეულ ნამუშევრებში, ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც ჟიურის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ავტორებთან დაკავშირებით;
7. II ეტაპზე, I ეტაპის ფარგლებში გამოქვეყნებული ნამუშევრებიდან, 2021 წლის 19 აპრილს გამოვლინდება სულ 24 გამარჯვებული, აქედან თითოეულ კატეგორიაში 12 გამარჯვებული, ქვემოთ აღნიშნული პუნქტების შესაბამისად:
7.1 ჟიურის ქვემოთ მითითებული თითოეული წევრი გამოავლენს 2 გამარჯვებულს (ერთ გამარჯვებულს თითო კატეგორიაში) და დააჯილდოვებს ქვემოთ მითითებული პრიზებით:
- სს „ბაზისბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის მოცულობის ანაბარი;
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების ფულადი ჯილდო;
- სს „თიბისი ბანკი“ - თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის მოცულობის ანაბარი;
- სს „კრედო ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის მოცულობის ანაბარი;
- სს „ლიბერთი ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების www.onoff.ge-ს ვაუჩერი;
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ - თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების „სითი მოლი“-ს ვაუჩერი;
- სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ - თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ღირებულების „ალტა რითეილი“-ს ვაუჩერი;
- სს „საქართველოს ბანკი“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარიანი www.extra.ge-ს ვაუჩერი;
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ - თითოეულ გამარჯვებულს „სქროლერი“;
- სს „ტერაბანკი“ - ქინდლი კატეგორიაში „ბლოგი“ გამარჯვებულს, პროექტორი კატეგორიაში „ვიდეო“ გამარჯვებულს;
- სს „ფინკა ბანკი საქართველო“ – თითოეულ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობის ანაბარი.
ამ გზით გამოვლინდება სულ 22 გამარჯვებული (11 გამარჯვებული კატეგორიაში „ბლოგი“ და 11 გამარჯვებული კატეგორიაში „ვიდეო“).
7.2 დამატებით 2 გამარჯვებული - „აუდიტორიის რჩეული“ (1 გამარჯვებული კატეგორიაში „ბლოგი“ და 1 გამარჯვებული კატეგორიაში „ვიდეო“), გამოვლინდება www.facebook.com/finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ ბლოგსა და ვიდეოზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, გამარჯვებულად ჩაითვლება ყველაზე მეტი რეაქციის (ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელიც ფეისბუქის პოსტზე არის შესაძლებელი) მქონე ერთი ბლოგისა და ერთი ვიდეოს ავტორი. რეაქციების რაოდენობა დაითვლება 2021 წლის 19 აპრილს დილის 10:00 საათის მდგომარეობით. აღნიშნულ კონკურსანტებს პრიზად გადაეცემათ:
- ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი - „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა - თითოეულ გამარჯვებულს.
8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში რომელიმე კატეგორიაში მოწოდებულ იქნა 12-ზე ნაკლები ნამუშევარი, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილოს ნამუშევრებიდან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.
9. პრიზად გადაცემული პროდუქტებისა თუ მომსახურების პირობებს, ჟიურის თითოეული წევრი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და თავადვე, კონკურისის ორგანიზატორისა და ჟიურის სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად, ათანხმებს გამარჯვებულთან.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№2
- ცხელი ხაზი: (995 32) 2406 406
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge.
- ვებგვერდი: https://www.finedu.gov.ge/
- ფეისბუკგვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/
- ოფიციალური განაცხადი: https://www.nbg.gov.ge/uploads/konkursebi/2021/konkursi_150321.pdf