კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის ფულის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) სკოლის მასწავლებლების მხარდაჭერას განაგრძობს.

ამჯერად  27-28 ივნისს, მოქალაქეობის საგნის მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩატარდება ქ. ყვარელში, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში.

ტრენინგი დაგეგმილია 12:00 საათიდან 16:30 საათამდე. 

ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისათვის:

 

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები

სასწავლო პროცესთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ფულის მუზეუმიც დაათვალიერონ.

თეორიულ მასალასთან ერთად, მასწავლებლები გაეცნობიან  პრაქტიკულ აქტივობებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

დამატებით, ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა.

ტრენინგი უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან საგან „მოქალაქეობას“ და არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტრენინგი. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეროვნული ბანკი არ უზრუნველყოფს მონაწილეების ტრანსპორტირებასა და განთავსებას ყვარელში.

მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd1COrNR4o8cFhZw8FIffERDY--IXznNwibySITLyJpmUNcrA/viewform 

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით. 

პროექტი ხორციელდება ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და ამ ეტაპისთვის, გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი.