დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი
ვინც მიცნობს იცის, რომ ძალიან მიყვარს კითხვა, ამიტომ ბევრს ვკითხულობ. არ გაგიკვირდებათ და ჩემს გატაცებაში მყოფი, იუვალ ნოახ ჰარარის, მსოფლიო ბესტსელერის - „საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორიის“ კითხვისას, წიგნის დასასრულს, ძალიან საინტერესო დასკვნას ვკითხულობ: „ბუნებრივი კატაკლიზმები და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები მთელ პოპულაციას ხშირად უფსკრულში გადაუძახებენ ხოლმე, რაც მილიონების დაღუპვით სრულდება. დღეს მსოფლიოში მოსახლეობის უმეტესობას უფსკრულის ძირას უსაფრთხოების ბადე ელოდება.“ სწორედ ამ უსაფრთხოების ბადეს წარმოადგენს დღეს დაზღვევა, რაც ადამიანს დანაკარგებისგან იცავს, ცალკეულ პიროვნებებს პირადი უბედურებისგან აზღვევს და რეგიონებს კატასტროფის შემთხვევაში უმტკივნეულო რეაბილიტაციას სთავაზობს, აი როგორც ფენიქსი აღდგა ფერფლისგან. ჩემთვის ეს ბადე უაფრთხოების გარანტიაა.
XXI-ე საუკუნეში ხშირად გაიგონებთ სიტყვა დაზღვევას და უმეტეს შემთხვევაში ეს უარყოფითი კონტექსტი იქნება. არა, იმიტომ რომ ეს მართლაც ასეა, არამედ, იმიტომ რომ დაზღვევის მიზანი და ამოცანა არასწორად ესმით. მე კი შევეცდები მახინჯი მითი დავანგრიო იმის შესახებ, რომ დაზღვევა ფულის გამოძალვაა და მეტი არაფერი.
1173 წელი, ინდიელებად გადაცმულ ბოსტონელები, ზღვაში გადაყრილი ინგლისური ჩაის ყუთები, ინგლისის ხელისუფლების გადაწყვეტილება კოლონიების სამაგალითოდ დასჯის შესახებ და კოლონიების პასუხი, დამოუკიდებლობის ომის გამოცხადებით. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, 1173 წელს ინგლისს თავისი ტვირთი დაზღვეული რომ ჰქონოდა? როგორ მასშტაბურ კონფლიქტს და ზიანს აიცილებდა სამყარო.
ან სულაც წარმოიდგინეთ სამეცნიერო რევოლუცია, რამდენი ნაბიჯით წინ წასწევდა ყველა მეცნიერს, რომ შესძლებოდა თავიანთი მანქანა-დანადგარების და ნაშრომების დაზღვევა, ვინაიდან სამეციერო აღმოჩენები საჭიროებს ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებას, რათა შემოწმდეს და დადგინდეს ჰიპოთეზის უტყუარობა. ექსპერიმენტები კი თავის მხრივ სერიოზულ რისკებთან ასოცირდება. გასული საუკუნეების მეცნიერებს კი არ ჰქონდათ ფუფუნება, იმისა რომ თავიანთი ნაშრომები, ლაბორატორია ან მანქანა-დანადგარები საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, მათი განადგურება, პრაქტიკულად, მეცნიერის მომავლის დანგრევას ნიშნავდა.
დაზღვევა არა მხოლოდ ადამიანის და მისი უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევის ბერკეტია, არამედ მორალური და თანადგომის გამოხატულებაა. 1744 წელს შოტლანდიაში პრესვიტერიანელმა მღვდლებმა ალექსანდერ უებსტერმა და რობერტ უოლესმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ სიცოცხლის დაზღვევის ფონდი, რომელიც გარდაცვლილი სასულიერო პირების ქვრივ-ობლებს პენსიით უზრუნველყოფდა, რაც მათ სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველ ცხოვრებას პირდებოდა. ამ ინიციატივამ მაშინვე გამოხმაურება და ბევრი მსურველი ჰპოვა, დღეს დღეობით უებსტერის და უოლესის ფონდი იგივე „სკოტიშ უიდოუს“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვეო და საპენსიო ფონდია.
ხშირად მსმენია ფრაზა ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე და ეს მართლაც ასეა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანი ახალ თავგადასავალში ეხვევა, რაღაც ახალის ნაწილი ხდება და ამ ამოუცნობ სამყაროში საკმაოდ საშიში ყოველგვარი უსაფრთხოების და დაცვის გარეშე იარსებო. უფრო ნათელი რომ გახდეს რას ვამბობ, წარმოიდგინეთ საოცნებო სახლი, რომელიც დიდი შრომის შემდეგ შეიძინეთ, ერთ დღეს ეს სახლი დაიწვა და გარდა თვქვენი ოცნებების მსხვრევისა, ამ უძრავ ქონებაში გადახდილი თანხაც დაიკარგა, ისე თითქოს არ არსებულა, ან მეორე შემთხვევაში იყიდეთ საოცნებო მანქანა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაგიზიანდათ და მისი შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. ზემოთ ხსენებულ ორივე შემთხვევაში თქვენ წაგებული ხართ. აი, ამ გარდამტეხ მომენტში ვლინდება დაზღვევის არსი როგორც მეტი დაცვის საშუალება და ნაკლები რისკი.
გამოდის რომ დაზღვევა ეს მართლაც ადამიანსა და უფსკრულს შორის არსებული დამცავი ბადეა და ნებისმიერი ფეხის გადაბრუნებისას ან უბედური შემთხვევის დროს, ის გიცავს სრული დანაკარგისგან. პრაქტიკულად სიცოცხლის მეორე შანსია, რომელიც ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს თითქოს გეუბნება, ამ ისედაც რთულ ცხოვრებაში სადარდებელი ისედაც ბევრია, ეს პრობლემა კი უკვე მოგვარებულია, ამიტომ იფიქრე მხოლოდ კარგზე.
ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.პოსტერის ავტორია ნიტა ქოჩიშვილი