კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუმ ტრენერთა მხარდამჭერი პროექტის პირველ ეტაპი დაასრულა

17-18 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკში ფინედუს მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომლებმა ტრენინგზე მსმენელებს ესაუბრნენ ფინანსური განათლების ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორებიცაა: 

  • ბიუჯეტირება,
  • დაზოგვა,
  • სესხები,
  • გადასახადები,
  • მომხმარებლის უფლებები და
  • ფინანსური უსაფრთხოება

აღნიშნული ტრენინგი იყო პროექტის „შეთავაზება ტრენერებსა და ტრენინგორგანიზაციებს“ პირველი ეტაპი. მომდევნო საფეხურზე ტრენერებმა დამოუკიდებლად ან რომელიმე ორგანიზციასთან ერთად   უნდა ჩაატარონ მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც ცალკე ან სხვა საკითხებთან ერთად დაფარავს ფინანსური განათლების თემებს და განკუთვნილი იქნება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ ნებისმიერ პრიორიტეტულ ი სეგმენტისათვის (ქალები, მიგრანტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ზრდასრულები, მოსწავლე-ახალგაზრდობა და ა.შ.).  

ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო ყველა რესურსს: ტრენინგ მოდულს, დამხმარე მასალებს, მონაწილეებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების მიწოდებას, ასევე, ამ ტრენინგის ინტელექტუალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ფინედუს გუნდი.

პროექტის დასასრულს  ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც ამოწმებს ტრენერის შესაბამის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ფინანსური განათლების კუთხით.

პროექტის მიზანია ქვეყანაში ფინანსური განათლების ინკლუზიურად გავრცელების პროცესის ხელშეწყობა.