სწორედ სტრატეგიის ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქ. თბილისში 21 ნოემბერს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგს ჩაატარებს.
ტრენინგი მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ტრენინგის მოდულის შემუშავებას მცირე კვლევითი სამუშაოებიც უძღოდა წინ, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომლის ცოდნა დაეხმარება ემიგრანტებს საკუთარი ფინანსების ეფექტიანად განკარგვაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აიგო ტრენინგის თემატიკაც, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინფორმაცია ფინანსური პროდუქტების შესახებ, რჩევები, რომელიც დაეხმარება ემიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს ინფორმირებული და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში, ბიუჯეტის დაგეგმვის მეთოდები მეტი დანაზოგის გაკეთების მიზნით, ასევე, სად და როგორ შეუძლიათ ინვესტირება და სხვა.
ტრენინგის ფორმატი მცირე ლექციებსა და მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ემიგრანტს ან ემიგრანტის ოჯახის წევრს, რომელიც 21 ნოემბერს იქნება საქართველოში და დაინტერესებულია ზემოთ აღნიშნული საკითხებით.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.